მომზადების დრო: 35წთ
1 ულუფის კალორიულობა: 364კკალ
ულუფის რაოდენობა: 6
შემადგენლობა:
- 1კგ კურდღლის უძვლო ხორცი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი (60გრ)
- 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2-3 ბანანი (500გრ)
- 40გრ ნაღების კარაქი
- 1 კონა ქინძი (25გრ)
- 2 ფოთოლი დაფნა (2გრ)
- 1 ჩ.კ. შაქარი (10გრ)
- კვლიავი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
- მომზადება:
- ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და ჩავდოთ ღრმა თასში. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ კვლიავი. გადავაფაროთ საკვები პარკი და შევინახოთ ხორცი მაცივარში 1 საათით.
- ღრმა ტაფაში გაცხელებულ ზეთში შევწვათ ხორცი, შემდეგ გადავიღოთ სხვა ჭურჭელში და სუფრასთან მიტანამდე შევინარჩუნოთ ცხლად.
- ბანანი გავფცქვნათ, დავჭრათ სქელ რგოლებად და ცალკე ტაფაზე ცხელ კარაქში შევწვათ ოქროსფერის მიღებამდე. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შაქარი და ვაცადოთ კარამელიზაცია. შემწვარი ბანანი გადავიტანოთ ხორცთან.
- ქინძი გავრეცხოთ, გავარჩიოთ და გავაშროთ. ხორცი ბანანით მოვრთოთ ქინძის ფოთლებით და სუფრასთან ცხელი მივიტანოთ.