მომზადების დრო: 35წთ
1 ულუფის კალორიულობა: 220კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 1კგ მდინარის ცოცხალი, გასუფთავებული თევზი
  • 100გრ ხმელი შტოში
  • 100გრ ნიგოზი
  • 1 თავი ხახვი (100გრ)
  • 1 ლიმონის წვენი (50გრ)
  • 1 ს.კ. თევზის სანელებელი
  • 100მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. მოვამზადოთ გულსართი: ხახვი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე 1 ს.კ. მცენარეულ ზეთში შევწვათ ხახვი ოქროსფერის მიღებამდე.
  2.  შტოში წვრილად დავჭრათ და შევურიოთ ნიგოზს. დავამატოთ შემწვარი ხახვი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  3. თევზი დავშალოთ ფილეებად და შევუნარჩუნოთ კანი. თითოეული ფილე გავჭრათ სიგრძეზე, სამუშაო მაგიდაზე გავშალოთ კანით ქვემოთ და მოვასხუროთ ლიმონის წვენი.
  4. თევზს დავალაგოთ ზემოდან გულსართი, გადავახვიოთ რულეტად და შევკრათ ხის ჩხირით.
  5. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. პატარა ჭიქა ღვინოში შევურიოთ თევზის სანელებლები. რულეტებს გადავუსვათ მცენარეული ზეთი და ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში.
  6. გამოვაცხოთ 10 წუთი, ჩავასხათ სანელებლიანი ღვინის ნახევარი და გავაგრძელოთ გამოცხობა კიდევ 15 წუთი, დროდადრო მოვასხათ დარჩენილი ღვინო.

ruba-1-minთევზის რულეტები დაუჯერებლად გემრიელი და სასარგებლოა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ რეცეპტს კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებით.