მომზადების დრო: 40წთ
1 ულუფის კალორიულობა: 456კკალ
ულუფის რაოდენობა: 6-8

შემადგენლობა:

  • 800გრ ხბოს ხორცის უძვლო ნაჭერი
  • 60მლ ბალზამიკო
  • 60მლ ზეითუნის ზეთი + 3 ს.კ. შესაწვავად
  • 2 ჩ. კ. მდოგვის მარცვალი (25 გრ)
  • 3-4 კბილი ნიორი (20 გრ)
  • სანელებელი ხორცისთვის გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

საწებლის მოსამზადებლად:

  • 50გრ ნაღების კარაქი
  • 1 ს.კ. ფქვილი (13გრ)
  • 250მლ ხორცის ბულიონი

ბულიონის მოსამზადებლად (1,5ლ):

  • 1კგ საქონლის ძვლები (დაჭრილი)
  • 400გრ საქონლის ხორცის ნაჭრები
  • 50გრ კოჭას ძირი
  • 2 კაკალი მიხაკი (8 გრ)
  • 2 თავი ხახვი (200 გრ)
  • 2ც სტაფილო (200 გრ)
  • მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

  1. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. სტაფილო და კოჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. კოჭა დავჭრათ წვრილად.
  2. ხახვი გაურჩევლად გავჭრათ შუაში. საქონლის ძვლები, დაჭრილი საქონლის ხორცის ნაჭრები და ხახვი დავალაგოთ გამოსაცხობ ტაფაზე და შევდოთ ღუმელში 30 წუთით.
  3. გამომცხვარი პროდუქტი გადავიტანოთ ღრმა ტაფაზე და ავავსოთ ტაფა პირთამდე წყლით. დავამატოთ სტაფილო, კოჭა და მიხაკი. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  4. ვხარშოთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე თავდახურული 2 სთ 30 წთ. პირველი 30 წთ რეგულარულად მოვხადოთ ქაფი.
  5. მზა ბულიონი გადავწუროთ. შემდეგი გამოყენებისთვის ჩავასხათ პატარა ქილებში (200-350მლ) და მჭიდროდ მოვუკრათ თავი. შევინახოთ საყინულეში.

 

მომზადება:

  1. მოვამზადოთ მარინადი. ნიორი გავარჩიოთ და 1 ჩ.კ. მარილთან ერთად დავნაყოთ, გადმოვიღოთ თასზე და შეურიოთ მდოგვი, ხორცის სანელებლები, ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო.
  2. ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, გადმოვიღოთ ხორცი ღრმა თასზე, მოვასხათ მარინადი, გადავაფაროთ საკვები პარკი და შევდგათ მაცივარში 40-50 წუთით. პერიოდულად ხორცი გადავაბრუნოთ და მოვასხათ მარინადი.
  3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, მარინადი კი შევინახოთ. ტაფაზე გავაცხელოთ 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და შევწვათ ხორცი ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე. ხორცი გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 40 წუთი.
  4. მოვამზადოთ საწებელი. გავაცხელოთ ბულიონი. ნაღების კარაქი გავაცხელოთ პატარა ტაფაზე და შევწვათ მასში ფქვილი, ოქროსფერის მიღებამდე, თან ვურიოთ. ჩავუმატოთ წვრილ ნაკადად ბულიონი და შენახული მარინადი, თან მოვურიოთ. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე არაჟნის სისქის კონსისტენციის მიღებამდე.
  5. მზა ხორცი დავჭრათ სქელ ულუფებად და სუფრასთან მივიტანოთ სოუსთან ერთად.

myaso-4-min

რჩევა: მარინადის მოსამზადებლად უმჯობესია ემალის ქვაბი ან თასი გამოიყენოთ.