მომზადების დრო: 15-18წთ
1 ულუფის კალორიულობა: 420კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4ც ქათმის მკერდის ფილე (600გრ)
  • 2ც პომიდორი (200გრ)
  • 20გრ ნაღების კარაქი
  • 250გრ გახეხილი ყველი
  • 1 ჩ.კ. დაჭრილი მწვანილი (10გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

 

საწებლის მოსამზადებლად:

  • 100მლ ქათმის ბულიონი
  • 3 თავი ხახვი (300გრ)
  • 2 ცალი ლიმონის წვენი (100გრ)
  • 1 კბილი ნიორი (5გრ)
  • 20გრ ნაღების კარაქი
  • 1 ს.კ. გახეხილი ლიმონის ცედრა (10 გრ)

ბულიონის მოსამზადებლად (1,5ლ):

  • 1 ქათმის ბულიონის ნაკრები (1 ქათმის ძვლები ცოტაოდენი ხორცით)
  • 2 ღერი ნიახური
  • 1/2 ძირი პრასი
  • 2ც სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ხმელი დაფნის ფოთოლი
  • ოხრახუშისა და როზმარინის 2-2 ტოტი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა
    1. ბოსტნეული გავარჩიოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. წვნიანის ნაკრები მსხვილად დავჭრათ.
    2. ტაფაზე ცხელ ზეთში შევწვათ გამზადებული ბოსტნეული, თან ვურიოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ ბულიონის ნაკრები, დაფნის ფოთოლი, ოხრახუში და როზმარინი, ცოტა მარილი და წიწაკა.
    3. იგივე ტაფა ავავსოთ წყლით და მივიყვანოთ ადუღებამდე. მოვხადოთ ქაფი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 2,30სთ — 3 სთ.
    4.  მოხარშული ბულიონი გავწუროთ. შემდეგი გამოყენებისთვის ჩავასხათ ბულიონი პატარა ქილებში (200-350გრ) მოვუკრათ თავი და შევინახოთ საყინულეში.

    მომზადება:

    1. ქათმის მკერდი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილი. შევწვათ კარაქში ოქროსფერის მიღებამდე და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში.
    2. პომიდორი გავრეცხოთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ რგოლებად. პომიდვრის რამდენიმე რგოლი გადავინახოთ, დანარჩენი მოვაწყოთ ზემოდან ქათმის მკერდს.
    3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ხახვი და ნიორი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ კარაქში გამჭირვალე ფერის მიღებამდე. ჩავამატოთ ბულიონი და მივიყვანოთ ადუღებამდე. საწებელს დავუმატოთ მარილი და წიწაკა და გადავასხათ პომიდვრიან ქათმის მკერდს.
    4. ქათმის მკერდი გამოვაცხოთ 7 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ, მოვახეხოთ ყველი, ზემოდან მოვალაგოთ გადანახული პომიდვრის რგოლები და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.

    bustrui-uzhin-1-minეს არის ძალიან მსუბუქი და ნაზი და რაც მთავარია, სწრაფი და საოცრად გემრიელი ვახშამი! თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ ღამე ბევრი ჭამა არ შეიძლება, ამიტომ მიირთვით მხოლოდ ერთი ულუფა!!