მომზადების დრო: 45წთ
1 ულუფის კალორიულობა: 452კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 8 ცალი დიდი მკვრივი კარტოფილი (900გრ)
- 200გრ საქონლის ღვიძლი
- 1 თავი ხახვი (100გრ)
- 50გრ ბეკონი
- 4 ს.კ. ნაღები (80გრ)
- 1 ჩ.კ.ფქვილი (10გრ)
- 40გრ ნაღების კარაქი + ტაფაზე წასასმელად
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
- დაჭრილი მწვანილი მოსართავად
მომზადება:
- ღვიძლი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბეკონი დავჭრათ დიდ კუბებად.
- ტაფაზე, ზეთის ნახევარში შევწვათ ბეკონი და ვაცადოთ ცხიმის გამოყოფა. ჩავამატოთ ღვიძლი და შევწვათ. შემდეგ ღვიძლი და ბეკონი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
- ხახვი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და ღვიძლის შენაწვავ ცხიმში მოვხრაკოთ.
- ტაფაზე, დარჩენილ კარაქში შევწვათ ფქვილი ოქროსფერის მიღებამდე. წვრილ ნაკადად ჩავასხათ 100მლ თბილი წყალი და თან ვურიოთ ხის კოვზით. ვხარშოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- ჩავასხათ ნაღები, კარგად გავაცხელოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევურიოთ შემწვარი ხახვი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- კარტოფილი გავრეცხოთ ჯაგრისით და მოვხარშოთ კანიანად. ვაცადოთ გაციება, გავაცალოთ კანი და ყველა მათგანი ორად გავჭრათ. სუფრის კოვზის დახმარებით კარტოფილიდან ამოვიღოთ რბილობის ნახევარი, დავჭრათ და შევურიოთ ღვიძლს.
- გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი დავალაგოთ კარტოფილი. თითოეულში ამოღებულ გულში მოვათავსოთ ღვიძლისა და კარტოფილის გულსართი, სქლად მოვასხათ საწებელი და გამოვაცხოთ ღუმელში 10-15 წუთი.
კარტოფილი სუფრასთან მივიტანოთ ცხელი და მოსართავად მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.