მომზადების დრო: 3 საათი
1 ულუფის კალორიულობა: 426 კკალ
ულუფის რაოდენობა: 8

შემადგენლობა:

  • 2 კგ. საქონლის ხორცი (მთლიანი ნაჭერი)
  • 200 მლ. წითელი ღვინო
  • 350 მლ. პომიდვრის სოუსი
  • 4 კბილი ნიორი (20 გრ)
  • 1 ს.კ. დაჭრილი როზმარინი (20 გრ)
  • 1 ს.კ. დაჭრილი თავშავა (20 გრ)
  • 1 კონა რეჰანი (40 გრ)
  • 2 თავი ხახვი (200 გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხორცი გავრეცხოთ, გავსუფთავოთ და გავაშროთ. წავუსვათ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ღრმა თასში.
  2. ნიორი გავარჩიოთ და დავჭრათ წვრილად. პომიდვრის სოუსს შევურიოთ ღვინო, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი და დავასხათ ხორცს. თასს დავახუროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში 5 საათით. დროდადრო ხორცი გადავაბრუნოთ.
  3. რეჰანი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ ნახევარ რგოლებად.
  4. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, შევაშროთ და მოვათავსოთ ფოლგის დიდ ქაღალდზე. ხორცი დავფაროთ დაჭრილი ხახვისა და რეჰანის ფენით და გადავახვიოთ ფოლგით. ფოლგაში გახვეული ხორცი გადავიტანოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 2 სთ 45 წთ. ამის შემდეგ ფოლგა გავხსნათ და გავაგრძელოთ ხორცის მომზადება კიდევ 15-20 წუთი.

prazdnichnuy-uzhin-3-min

გამომცხვარი საქონლის ხორცის მირთმევა სუფრაზე შეიძლება ბოსტნეულის გარნირთან ან სალათთან ერთად. დროის დაზოგვის მიზნით გარნირი შეგვიძლია მოვამზადოთ ხორცის ნაჭერთან ერთად. ამისათვის ხორცის გარშემო ადგილი შევავსოთ კარტოფილის, ხახვის და სტაფილოს ნაჭრებით. ბოსტნეულის დალაგება შეიძლება ხორცის მომზადებამდე 1 საათით ადრე.