«ექვსის შემდეგ ჭამა არ შეიძლება», — აკვიატებული აქვს გოგონების ერთ ნაწილს და ავიწყდებათ გაარკვიონ სინამდვილეში მართლა ასეა თუ არა. ჩვენ შევეცადეთ გვიანი ვახშმის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია შეგვეკრიბა, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავად გადაწყვიტოთ მავნებელია თუ სასარგებლო ექვსის შემდეგ ვახშმობა.

საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუყავი და ვახშამი მტერს დაუთმე — ტრადიციულად ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ადამიანების ის კატეგორია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და წონას მუდმივად აკონტროლებს. იყო დრო, როცა დიეტოლოგები გვიან წახემსებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ახლა გვიანი ვახშამი სასარგებლოდაც კი მიაჩნიათ. მოდით, ყველაფერში თანმიმდევრულად გავერკვეთ.

ნოყიერი ვახშმის მთავარი საშიშროება ღამით ორგანიზმის ატიურობის შენელებაა. მუშაობას წყვეტს თორმეტგოჯა ნაწლავი და კუჭიდან მასში მოხვედრილი საკვები მოძრაობას ვეღარ აგრძელებს. ამავე დროს ორგანიზმი ნაღველს გამოყოფს, მაგრამ გამოუყენებელი რჩება,  ნაღვლის ბუშტში ჭარბი რაოდენობით გროვდება და მრავალი დაავადების გამომწვევი ხდება. გარდა ამისა, ღამით სხეულის კუნთები მოდუნებულია და დამატებით ენერგიას არ საჭიროებს. ამ დროს ორგანიზმში მოხვედრილ გლუკოზას ღვიძლი ცხიმებად აქცევს, ისინი კი ჩვენთვის არასასურველ ადგილებში ლაგდება. ამასთან, ღამეული ნოყიერი ტრაპეზის შემდეგ, დილით ცუდ ხასიათზე ვიღვიძებთ და დასვენებული და გამოძინებული სრულებითაც არა ვართ.

pozdniy-uzhin-uznat-vse-2

ღამით ვახშმობის წინააღმდეგ უკვე იმდენი გავიგეთ, რომ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საერთოდ რა არის მასში სასარგებლო? საღამოს კვებას ექიმები რეკომენდაციას რამდენიმე მიზეზის გამო უწევენ, მაგრამ ამავდროულად გარკვეულ შეზღუდვებსაც გვიწესებენ. მაგალითად, დღის განმავლობაში იმდენად არასწორად ვიკვებებით, რომ ვახშამზე რეგულარულ უარის თქმას არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

ორგანიზმი, რომელიც მოკლებულია საკვების საკმარისი რაოდენობით მიღებას, მუდმივად ცდილობს ენერგიის რაც შეიძლება დიდი მარაგი დააგროვოს არა მარტო ვახშმის დროს, არამედ ყოველი საკვების მიღებისას, რასაც ზედმეტ წონამდე მივყავართ. თუმცა, თუნდაც ძალიან სწორად გქონდეთ დაგეგმილი თქვენი დღის რაციონი, «ექვსის მერე არჭამის» პრინციპმა შესაძლოა მაინც ავნოს ორგანიზმს და ამის მიზეზი ათწლეულების მანძილზე ადამიანის ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილებაა. ბევრი ჩვენგანი შუაღამეს იძინებს, რაც ნიშნავს რომ მათთვის ვინც ექვსის მერე არ ჭამს ბოლო საკვების მიღებიდან 6 საათზე მეტი გავიდა. ამას კი საკუთარ თავთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მაცივრამდე მივყავართ, რათა ძილის დამაფრთობელი გაუსაძლისი შიმშილის გრძნობა ჩავიხშოთ. თანაც, ჭამა თუ დავიწყეთ, ხშირად გაჩერება გვიჭირს.

pozdniy-uzhin-uznat-vse-3

აბა როგორ მოვიქცეთ?

  • კვების რეჟიმის შერჩევისას მთავარი პრინციპი ინდივიდუალური დღის განრიგის გათვალისწინებაა, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის დღე-ღამის რა ნაწილში ხართ ყველაზე აქტიური და როდის გთხოვთ ორგანიზმი ენერგიის მარაგის შევსებას.
  •  

    თანამედროვე დიეტოლოგები ვახშმისგან თავშეკავებას არ გირჩევენ, მაგრამ საკვები  დაძინებამდე აუცილებლად 3 საათით ადრე უნდა მიიღოთ.

  • ნუ მიირთმევთ ღამით ცხიმიან საკვებს, ტკბილეულს და ხილს. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ ცილოვან საკვებს, სალათებს მძიმე საწებლების გარეშე,  შენელებული მოქმედების ნახშირწყლებით მდიდარ ფაფებს და ღამით მიღებული ამგვარი საკვები წელიprodukty-dlya-pozdnego-uzhyna-3ს გარშემოწერილობას ნამდვილად არ მოგიმატებთ. გახსოვდეთ, რომ ვახშამის კალორიულობა დღე-ღამეში მისაღები კალორიების რაოდენობის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • ნუ მიირთმევთ ბევრს, რადგან თუნდაც დაბალკალორიული საკვების დიდი ულუფა სარგებლობას არ მოგიტანთ. სასურველია, რომ საღამოს საკვები არ აღემატებოდეს მამაკაცებისთვის 350 გრამს, ხოლო ქალებისთვის — 250 გრამს. მაგრამ, მაინც, თუ ულუფა  სწორად ვერ განსაზღვრეთ და ზედმეტის მირთმევა გამოგივიდათ, «ბორჯომი» გახსენით. ის თქვენს ორგანიზმს საკვებთან გამკლავებასა და მსუბუქად დაძინებაში დაეხმარება.