მომზადების დრო: 30წთ
1 ულუფის კალორიულობა: 180კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 400გრ ახალი ან გაყინული ალუბალი
  • 100მლ წითელი ღვინო
  • 200მლ ალუბლის წვენი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 3-4 ს.კ. კარტოფილის ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილი

საწებლის მოსამზადებლად:

  • 100 მლ რძე
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 50მლ ცხიმიანი ნაღები
  • 2 კვერცხის გული

მომზადება:

  1. პატარა ქვაბში ავურიოთ წვენი, ღვინო, შაქარი, ვანილი, შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე
  2. კარტოფილის ფქვილი გავხსნათ ცოტაოდენ წყალში და ჩავასხათ მდუღარე სითხეში. ვხარშოთ და ვურიოთ გასქელებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  3. ალუბალი გავრეცხოთ, გავაშროთ (გაყინული გავალღოთ) , გადავიტანოთ ულუფებად ჭურჭელში და დავასხათ თბილი სითხე. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე და სუფრასთან მიტანის წინ შევდგათ მაცივარში.
  4. მოვამზადოთ საწებელი. ქვაბში მოვათავსოთ ნაღები და რძე, დავუმატოთ შაქარი და ვანილი.
  5. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და ჩავასხათ რძიან ნაზავში.
  6. რძიანი ნაზავი გავაცხელოთ, თან ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, შესქელებამდე.
  7. მზა საწებელი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  8. ვანილიანი ალუბლების დესერტს მოვასხათ საწებელი და გავიტანოთ სუფრასთან.

sladkiy-uzhin-5-min