კომპლექსური ხორცის რულეტი

მომზადების დრო: 30 წთ
1 ულუფის კალორიულობა: 473კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

 

შემადგენლობა:

  • 800გრ ხბოს ხორცის მთლიანი ნაჭერი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ .კ. ხორცის სანელებლები გემოვნებით
  • 450გრ ახალი ისპანახი
  • 5 ცალი დიდი ზომის ქამა სოკო
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1/2 ს.კ. თხელი თაფლი
  • მარილი
  • დაფქული შავი პილპილი

მომზადება:

  1. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ.
  2. ისპანახი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, გავაშროთ და თხლად დავკეპოთ. სოკო გავასუფთავოთ, გავწმინდოთ ნამიანი ქსოვილით და დავჭრათ ფირფიტებად. ნიორი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ.
  3. ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ, სისქეზე სანახევროდ ჩავჭრათ და გავშალოთ თანაბარ ფენად. შემდეგ დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, სანელებლები და ნიორი.
  4. გამზადებულ ხორცს თანაბარ ფენად მოვაწყოთ ისპანახი და სოკო, ხოლო სოკოზე — კვერცხი და მოვაყაროთ პილპილი.
  5. გულსართიანი ხორცი გადავახვიოთ რულეტად და შევკრათ კულინარიული ძაფით. მზა რულეტი შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე მცენარეულ ზეთში და ჩავდოთ გამოსაცხობ ფორმაში.
  6. ღუმელი გავაცხელოთ 190 გრადუსამდე. ფორმაში რულეტთან ჩავამატოთ 100 მლ წყალი და გამოვაცხოთ 1 სთ. ფორმაში წარმოქმნილი სითხე რეგულარულად მოვასხათ რულეტს.
  7. რულეტს ზემოდან გადავუსვათ თხელი თაფლი და ვაცხოთ კიდევ 15-20 წთ.
  8. გამომცხვარი რულეტი გადავიტანოთ სერვირებულ ლანგარზე. მოვაშოროთ კულინარიული ძაფი.

სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ ულუფებად. გარნირად გავუკეთოთ ახალი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა.

tematicheskiy-uzhin-7-min