მასკარპონე ქლიავით და ნიგვზით
მომზადების დრო: 45წთ
1 ულუფის კალორიულობა: 278კკალ
ულუფის რაოდენობა: 6
შემადგენლობა:
მომზადება:
- გავრეცხოთ ქლიავი, გავაშროთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ.
- წვრილად დავჭრათ ნიგოზი და მოვხალოთ ტაფაზე ცხიმის გარეშე.
- ნიგოზს მოვაყაროთ შაქარი, სწრაფად ავურიოთ და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
- ნიგოზს შევურიოთ მწიკვი დარიჩინი.
- მასკარპონე ავთქვიფოთ ნაღებთან და შაქრის პუდრასთან ერთად სქელ მასად. წინასწარ მომზადებულ ფორმებში ფენებად ჩავალაგოთ ქლიავი, მასკარპონეს ნაზავი და ნიგოზი. დესერტი მივირთვათ ცივი და სურვილისამებრ მოვრთოთ.