ტერინი ცომში

მომზადების დრო: 2სთ
1 ულუფის კალორიულობა: 447კკალ
ულუფის რაოდენობა: 8-10

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 400გრ ფქვილი
  • 100გრ გადამდნარი ქონი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100მლ წყალი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხის გული

ტერინის მოსამზადებლად:

  • 400გრ ღორის კისერი
  • 300გრ ქათმის ფილე
  • 200გრ იხვის ფილე
  • 150გრ ქათმის ღვიძლი
  • 100გრ ლორი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 50მლ ნაღები
  • 150გრ ქამა სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 50გრ დაჭრილი ტყის თხილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3-4 ღერო ოხრახუში
  • 50მლ თეთრი ღვინო
  • 50მლ კონიაკი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მცენარეული ზეთი
  • ცხიმი
  • ფქვილი ღუმლის ფორმაზე მოსაყრელად

მომზადება:

1 ეტაპი:

  1. მოვამზადოთ ცომი.
  2. ღრმა თასში ფქვილი მარილთან ერთად გავცრათ, დავამატოთ გადამდნარი ქონი და კვერცხი. წვრილი ნაკადით ჩავასხათ წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი გლუვი ცომი.
  3. ცომისგან გავაკეთოთ გუნდა, გავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში 24 საათით.
  4. ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ქათმის ფილე დავჭრათ მსხვილ კუბებად, ლორი კი წვრილ კუბებად.
  5. გამზადებული პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს ღრმა თასში, დავამატოთ მარილი, შაქარი, წიწაკა, კონიაკი და კარგად ამოვურიოთ.
  6. ხორცის ნაზავით სავსე თასს დავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და 24 საათით შევდგათ მაცივარში.

მე-2 ეტაპი:

  1. ქათმის ღვიძლი ტაფაზე სწრაფად, სანახევროდ შევწვათ მცენარეულ ზეთში.
  2. ტაფაზე დავასხათ ღვინო, მოვურიოთ და დავიყვანოთ სითხე 2/3-მდე. ღვიძლი გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაცივოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
  3. ნიორი გავარჩიოთ და დავნაყოთ. ოხრახუში გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. სოკო გავწმინდოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე მცენარეულ ზეთში გამჭირვალე ფერის მიღებამდე. ჩავუმატოთ სოკო და შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  4. სოკო ხახვთან ერთად, თხილი, ოხრახუში და ნიორი შევურიოთ ხორცის ნაზავს, დავუმატოთ ღვიძლი საწებლით, კვერცხი, ნაღები და კარგად მოურიოთ.
  5. ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტად გამოსაცხობი ფორმის ზომაზე, ისე რომ გვერდები ფორმის გარეთ გადმოვიდეს.
  6. ცომზე გავშალოთ ხორცის ნაზავი და დავტკეპნოთ. ცომის გვერდები გადავახვიოთ მასაზე და ცენტრში დავტოვოთ ვიწრო ნაპრალი. ცომს გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ტერინი 180 გრადუსზე 1 სთ 45 წთ.
  7. კერძი  ოთახის ტემპერატურაზე გავაცივოთ და შევინახოთ მაცივარში 48 საათის განმავლობაში.

tematicheskiy-uzhin-8-min