ფარგა ვაშლებით
მომზადების დრო: 40 წთ
1 ულუფის კალორიულობა: 372კკალ
ულუფის რაოდენობა: 6
შემადგენლობა:
- 1კგ დამუშავებული ფარგა
- 2 ცალი მომჟავო ვაშლი
- 1 ცალი ლიმონი
- 4 ღერი ოხრახუში
- მარილი
- წიწაკა
მარინადის მოსამზადებლად:
- 1 ცალი ფორთოხალი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. ვუსტერული საწებელი
- მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად
- თევზი გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მარილი და წიწაკა.
- მარინადისთვის გამოვწუროთ ფორთოხლის წვენი და პატარა თასში შევურიოთ ზეითუნის ზეთს და ვუსტერულ საწებელს. ღრმა ლანგარში მოვათავსოთ თევზი, მოვასხათ მარინადის 1/3, დავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და მოვათავსოთ მაცივარში 1 საათით.
- ვაშლები გავრეცხოთ, გავაშროთ, გამოვაცალოთ გული და თითოეული დავჭრათ 6 ნაწილად. მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი.
- დარჩენილი ლიმონი დავჭრათ ნაჭრებად. ოხრახუში გავრეცხოთ და გავაშროთ.
- თევზი გამოვიღოთ მაცივრიდან, მუცელში ჩავუწყოთ ლიმონის ნაჭერი და ოხრახუშის ღეროები.
- გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამზადებული თევზი დავდოთ ზეთწასმულ ტაფაზე. ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 20წთ. შემდეგ ჩავამატოთ ვაშლები, მოვასხათ დარჩენილი მარინადი და ვაცხოთ კიდევ 20 წუთი.