პილპილის საუზმეული

მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 314კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი პილპილი
  • 100გრ გახეხილი ყველი
  • 100გრ ხაჭო
  • 4 ს.კ. ცხიმიანი ნაღები
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება:

  1. კვერცხი კარგად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავაცალოთ კანი.
  2. ტკბილი პილპილი გავრეცხოთ და გავაშროთ. ყუნწი და თესლი მოვაცალოთ.
  3. გულსართისთვის კამა გავრეცხოთ, გავარჩიოთ და გავაშროთ. დავჭრათ წვრილად. ნიორი გავარჩიოთ და დავჭყინტოთ. ხაჭო და გახეხილი ყველი შევურიოთ, დავუმატოთ ნაღები და ავთქვიფოთ ფაფუკი მასის მიღებამდე. დავამატოთ ნიორი და კამა, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  4. კვერცხებს კანი გავაცილოთ, პილპილები ამოვავსოთ გულსართით და ფრთხილად მოვათავსოთ მათში თითო ცალი მთლიანი კვერცხი.
  5. მზა პილპილი გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. შევინახოთ მაცივარში 20 წუთით.
  6. სუფრასთან მიტანის წინ პილპილი დავჭრათ თხელ რგოლებად და მოვრთოთ მწვანილით.

tematicheskiy-uzhin-9-min