სპაგეტი ჭარხლის საწებელში
მომზადების დრო: 18წთ
1 ულუფის კალორიულობა: 382კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 2ც საშუალო ზომის მოხარშული წითელი ჭარხალი
- 3 კბილი ნიორი
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 150გრ ბრინზა
- 1/2 კონა რეჰანი
- 100გრ კედრის კაკალი
- 200გრ სპაგეტი
- მარილი
- დაფქული წიწაკა
მომზადება:
- მოხარშული ჭარხალი გავასუფთაოთ და დავჭრათ. ნიორი გავარჩიოთ და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. ბრინზა დავჭრათ წვრილ კუბებად.
- რეჰანი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ, დავაცალოთ ფოთლები.
- სპაგეტი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში 8წთ. გადავიტანოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი. დაახლოებით 100მლ სპაგეტის წყალი შევინახოთ.
- ღრმა ქვაბში, ცხელ ზეითუნის ზეთში შევწვათ ნიორი, ჩავამატოთ ჭარხალი ვურიოთ 3 წუთი. ჩავასხათ სპაგეტის ნახარში წყალი, ჩავყაროთ სპაგეტი და კარგად ამოვურიოთ.
- სპაგეტის მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, ასევე კედრის კაკალი და მწვანილი. ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- კერძი გადავიტანოთ თეფშებზე. სუფრასთან მიტანისას ზემოდან მოვაყაროთ ბრინზა.