პროვანსული სალათა ყურძნით

მომზადების დრო: 20 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 214კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6

შემადგენლობა:

  • 100გრ თეთრი ყურძენი წიპწების გარეშე
  • 100გრ შავი ყურძენი
  • 100გრ ყველი
  • 70გრ ქეშიუ (ან ტყის თხილი)
  • 50გრ რუკოლა
  • 2-3 ღერი ჭყიმი, პიტნა, ბაჰარი და ბეგქონდარა
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება:

  1. ყურძენი გავრეცხოთ და დავჭრათ ნახევრებად. ყველის 1/4 დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და გადავდოთ მოსართავად. დანარჩენი ყველი კი დავჭრათ წვრილ კუბებად. თხილი მოვხალოთ უცხიმოდ.
  2. ჭყიმი, პიტნა, ბაჰარი და ბეგქონდარა გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ, მსხვილი ღეროები მოვაცალოთ და ფოთლები დავჭრათ. ღრმა თასში გამზადებულ მწვანილს შევურიოთ ყურძენი, თხილი და ყველის კუბები.
  3. პატარა ლამბაქზე ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი საწებლის მოსამზადებლად.
  4. სალათას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ საწებელი და ავურიოთ. გადავიტანოთ მისართმევ ჭურჭელში და მოვრთოთ ყველის ნაჭრებით.

tematicheskiy-uzhin-2-min