ზღვის პროდუქტებისა და ავოკადოს სალათა
მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 241კკალ
ულუფის რაოდენობა: 2
შემადგენლობა:
- 1 ცალი ავოკადო
- 1 ცალი ლიმონი
- 100გრ გაყინული კრევეტი
- 1 თავი ხახვი
- 1/2 კონა ოხრახუში
- 1 ცალი ტკბილი პილპილი
- 70 გრ ნატურალური იოგურტი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- მარილი
- წიწაკა
მომზადება:
- ტკბილი პილპილი გავრეცხოთ, გავაშროთ, ყუნწი მოვაცალოთ და დავჭრათ წვრილ კუბებად.
- ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად.
- ოხრახუში გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ, ფოთლები ტოტებიდან მოვაცალოთ და დავჭრათ.
- კრევეტები მოვხარშოთ მდუღარე, მარილიან წყალში, შემდეგ გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და გავასუფთავოთ. რამდენიმე კრევეტი გადავდოთ მოსართავად, დანარჩენი წვრილად დავჭრათ.
- ავოკადო გავრეცხოთ და გავაშროთ, გავჭრათ ორად და კურკა მოვაშოროთ. ნახევარი ავოკადოს რბილობი წვრილად დავჭრათ. მეორე ნახევარ ავოკადოს და დაჭრილ რბილობს მოვასხუროთ ნახევარი ლიმონის წვენი. დარჩენილი ლიმონი შევინახოთ მისართმევად.
- თასში დაჭრილ ავოკადოს შევურიოთ ხახვი, ტკბილი პილპილი, ოხრახუში და დაჭრილი კრევეტები, ცოტა მარილი მოვაყაროთ. ამ ნაზავით ამოვავსოთ ნახევარი ავოკადო.
- სოუსისთვის, იოგურტი და მდოგვი აურიოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. 8. სალათა სუფრასთან მივიტანოთ ავოკადოს ნახევარით, თავზე მოვასხათ საწებელი, ზემოდან მოვაწყოთ გადანახული კრევეტები. ცალკე ჭურჭლით გავიტანოთ ლიმონის ნაჭრები.