ყველიანი ჩიპსები მწვანე საწებლით
მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 329კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 200გრ მაგარი ყველი
- 50გრ დაჭრილი ნიგოზი
- 2 ს.კ. დაქუცმაცებული წიწაკა ჩილი
- 1 ჩ.კ. დაფქული პაპრიკა
- 2 ს.კ. დაჭრილი მწვანილი გემოვნებით (ოხრახუში, კამა, ბეგქონდარა, ა.შ.)
- 1 კბილი ნიორი
- 100მლ ნატურალური იოგურტი
- მარილი
- დაფქული წითელი წიწაკა
მომზადება:
- გავხეხოთ ყველი მსხვილად, შევურიოთ დაჭრილი ნიგოზი, წიწაკა ჩილი და პაპრიკა.
- გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამოსაცხობ ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.
- ყველიანი ნაზავი გადავიტანოთ ტაფაზე პატარა ულუფებად ერთმანეთისგან დაშორებით. გამოვაცხოთ 5 წუთი და გამოვიღოთ ღუმელიდან.
- ჩიპსები გადმოვიღოთ პერგამენტის ქაღალდიდან და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. 5. მოვამზადოთ საწებელი: ნიორი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. პატარა თასში შევურიოთ ერთმანეთს ნიორი, მწვანილი და იოგურტი. დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ჩიპსებთან მივიტანოთ ცალკე ჭურჭელით.