მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 328კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 120გრ ხაჭო
  • 70გრ დაჭრილი ნუში
  • 3 ს.კ. შაქარი (70გრ)
  • 1 ცალი კვერცხი (40გრ)
  • 4 ს.კ. ხორბლის ფქვილი (120გრ)
  • 1 ს.კ. კარტოფილის ფქვილი (30გრ)
  • 50გრ ნაღების კარაქი

მომზადება:

  1. ხაჭო დავსრისოთ კვერცხთან ერთად, დავუმატოთ ხორბლისა და კარტოფილის ფქვილი, 1 ს.კ. შაქარი, 1/2 ნუში და კარგად ამოვურიოთ.
  2. ქვაბში ჩავასხათ 500მლ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  3. ნამიანი ხელებით ხაჭოს ნაზავისგან გავაკეთოთ ბურთულები, ჩავყაროთ ცხელ წყალში და ვადუღოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  4. ნაღების კარაქი წვრილად დავჭრათ და ჩავდოთ ღრმა თასში.
  5. მზა კნედლები გადმოვიღოთ კარაქიან თასში, დავუმატოთ 1 ს.კ. კნედლის ნახარში წყალი, მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი და თასი გულმოდგინედ შევანჯღრიოთ. ვაცადოთ ბურთულებს გაცივება და მოვაყაროთ მორჩენილი დაჭრილი ნუში.

legkiy-uzhin-3-min

რას აღარ დაარქმევენ! ეს ხომ იგივე ზარმაცი ვარენიკებია! თუმცა თუ არ გასინჯე ერთმანეთს ვერ შეადარებ! ამიტომ, დაირაზმეთ და დააგემოვნეთ!