მომზადების დრო: 5წთ
1 ულუფის კალორიულობა: 317კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 200გრ ხაჭო
  • 70გრ არაჟანი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1/2 შეკვრა ვანილი
  • 100გრ ორცხობილა
  • 50მლ რძე
  • 4 ს.კ. კაკაო

მომზადება:

  1. რძე შევათბოთ. ორცხობილა მოვათავსოთ ღრმა თასში და 5 წუთით დავალბოთ თბილ რძეში.
  2. ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი დავამუშაოთ ბლენდერში ფაფუკი მასის მისაღებად.
  3. ორცხობილა დავფშვნათ მსხვილ ნატეხებად. მათი ნახევარი მოვათავსოთ ჭიქებში და დავფაროთ ხაჭოს მასის ნახევრით. ორცხობილის მეორე ნახევარი ხაჭოს ფენას მოვალაგოთ ზემოდან და ისევ დავფაროთ ხაჭოს მასით. ზემოდან სქელ ფენად მოვაყაროთ კაკაო.

detskiy-uzhin-4-min

სურვილისამებრ, ორცხობილის მეორე ფენას შეგვიძლია დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ერთი ბანანი.