მომზადების დრო: 35 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 330 კკალ.
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 600გრ. კალმახის ფილე (ან სხვა წითელი თევზი)
- 4 კვერცხი (160 გრ)
- 150მლ ნაღები
- 200გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 200გრ ბროკოლი
- 2 ცალი სტაფილო (200 გრ)
- 100გრ გახეხილი ყველი
- ცხიმი ფორმაზე წასასმელად
- ახლადდაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამოსაცხობ მართკუთხა ფორმას წავუსვათ ცხიმი.
- ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავშალოთ ყვავილედებად. სტაფილო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მრგვალად დავჭრათ. გამზადებული ბოსტნეული ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში (სტაფილო — 8 წუთით, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო — 5-6 წუთით) შემდეგ გადმოვიღოთ საწურზე.
- თევზის ფილე გავჭრათ შუაში სისქეზე და დავანაწევროთ 5 სმ სიგანის მქონე ზოლებად. თევზის ნახევარი ჩავალაგოთ ფორმაში ისე, რომ ზოლები გადმოვიდეს ფორმის გარეთ. თევზს მოვაყაროთ მარილი.
- თასში ავთქვიფოთ კვერცხი და ნაღები, დავამატოთ ყველი, მარილი და პილპილი.
- ფორმაში თევზს ზემოდან დავალაგოთ ბოსტნეულის ნახევარი და დავფაროთ დარჩენილი თევზით. ზემოდან ისევ მოვაყაროთ ბოსტნეული, გადავასხათ ათქვეფილი კვერცხი ნაღებით და გამოვაცხოთ 20-30 წუთის განმავლობაში ღუმელში.
მზა ტერინი სუფრასთან მიაქვთ თბილი. სურვილისამებრ ზემოდან აყრიან მწვანე ხახვს. გემრიელად მიირთვით.