მომზადების დრო: 40 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 345კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 1 დიდი თავი ხახვი (150გრ)
  • 1/2 თავი კომბოსტო (700გრ)
  • 1-2ც სტაფილო (200გრ)
  • 1ც ბადრიჯანი (120გრ)
  • 2ც ვაშლი (250გრ)
  • 3-4ც ტკბილი წიწაკა (700გრ)
  • 1ც ცხარე წითელი წიწაკა (15გრ)
  • პომიდვრის ცხარე სოუსი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ყველანაირი ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ და მოვაყაროთ ცოტა მარილი. სტაფილო გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ, ირიბ ნაჭრებად. ტკბილ წიწაკას მოვაცალოთ ყუნწი და თესლი და დავჭრათ ზოლებად. ვაშლი გაუთლელად დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბადრიჯანი გავჭრათ შუაში სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10 წუთი, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ ნაჭრებად. ცხარე წიწაკა დავჭრათ წვრილად.
  2. ხახვი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე ცოტაოდენ მცენარეულ ზეთში გამჭირვალე ფერის მიღებამდე. შემწვარ ხახვს ჩავუმატოთ კომბოსტო და სტაფილო და ვშუშოთ თავდახურული დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
  3. ბოსტნეულს მოვაყაროთ ცოტა მარილი, ტაფაში დავამატოთ ბადრიჯანი და ვაშლი, მოვხადოთ სახურავი და ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ ცხარე წიწაკა, ჩავასხათ პომიდვრის სოუსი, მოვაყაროთ მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით და გავაგრძელოთ მომზადება კიდევ 10 წუთით, ზოგჯერ ამოვურიოთ. მზა რაგუ სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.

ostruy-uzhin-3-min

თბილ სალათს ძალიან უხდება ნატურალური იოგურტის, 1 კბილი ნიორისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული ცივი საწებელი.