მომზადების დრო: 20 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 100 კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 1 სასალათე კიტრი (100 გრ)
- 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი პილპილი (350 გრ )
- 4 ცალი პომიდორი (400 გრ)
- 2 თავი ხახვი (100 გრ)
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- საშუალო სიმწარის დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 1 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. ხახვი გავარჩიოთ. პილპილს მოვაცალოთ ყუნწი და თესლი. კიტრი გავთალოთ, მოვაშოროთ თესლი და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. პომიდორს გავაცალოთ კანი და თესლი და დავჭრათ წვრილ კუბებად.
- ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად და შევწვათ ტაფაზე მცენარეულ ზეთში სანამ გამჭირვალე არ გახდება. ხახვს ჩავამატოთ ტკბილი პილპილი და კიტრი, მოვურიოთ და შევწვათ კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში.
- ბოსტნეულს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ პომიდორი, შევაზავოთ წიწაკით და მოვასხათ ძმარი. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე თავდახურული 10 წუთის განმავლობაში. მზა კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
სალათს შეგვიძლია ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. მიირთვით გემრიელად!