მომზადების დრო: 1 საათი
1 ულუფის კალორიულობა: 478კკალ
ულუფის რაოდენობა: 8

შემადგენლობა:

  • 1,3კგ ხბოს ხორცი
  • 1კგ საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3 თავი ხახვი (250 გრ)
  • მცენარეული ზეთი
  • პროვანსული ხმელი სანელებლების ნაზავი გემოვნებით
  • 1-2 კბილი ნიორი (10 გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • ახლადდაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ქორფა ქინძისა და ოხრახუშის რამოდენიმე ღერი (15 გრ)

მომზადება:

  1. ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა და მოვაყაროთ პროვანსული სანელებლები, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და დავამატოთ ნიორის გაურჩეველი კბილები.
  2. კარტოფილი გავთალოთ და გავრეცხოთ. დიდი ბოლქვები გავჭრათ 2 ან 4 ნაწილად და მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში მდუღარე, მარილიან წყალში. კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წყალი გადავღვაროთ და კარტოფილს გადავავლოთ ცივი წყალი, გავაშროთ და გადავიტანოთ ღრმა თასზე. მოვაყაროთ პროვანსული სანელებლები, ცოტა მარილი და მოვასხუროთ მცენარეული ზეთი.
  3. გავარჩიოთ ხახვი, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და შევურიოთ კარტოფილს. ხორცს ფორმაში გვერდით მოვუწყოთ ბოსტნეული და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. პერიოდულად გადავაბრუნოთ და მოვასხათ ფორმადან აღებული ცხიმი.
  4. ოხრახუში (ან ქინძი) გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. მომზადებული ხორცი დავჭრათ სქელ ულუფებად. სუფრასთან მივიტანოთ კარტოფილთან ერთად. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

myaso-5-min

დარწმუნებული იყავით, რომ ამ კერძიდან თქვენი სტუმრები ნამცეცსაც არ დატოვებენ.