მომზადების დრო: 30წთ
1 ულუფის კალორიულობა: 386კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 500გრ ქათმის მკერდი
  • 1 თავი ხახვი (80გრ)
  • 20გრ ნაღების კარაქი
  • 4 ნაჭერი თეთრი პური (მოვაცალოთ ქერქი)
  • 2ც კვერცხი (80გრ)
  • 1/2 კონა მწვანილი გემოვნებით (25გრ)
  • 1 ს.კ. ფქვილი + ფქვილი საფანელისთვის (40გრ)
  • ნაღების კარაქი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. პური დავჭრათ წვრილ კუბებად. მწვანილი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ და ძალიან წვრილად დავჭრათ.
  2. ხახვი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ ცხელ ნაღების კარაქში ოქროსფერის მიღებამდე. შემწვარი ხახვი და პური ავურიოთ დაჭრილ ხორცს, დავამატოთ ფქვილი, ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიღებულ მასას შევურიოთ დაჭრილი მწვანილი.
  3. ხორციანი მასა კარგად ავურიოთ. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი. ნამიანი ხელებით მასიდან ამოვიღოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ კარაქში ოქროსფერის მიღებამდე. (5წთ თითო მხარეს). სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.

detskiy-uzhin-3-min

გარნირად ფერადი პასტა გამოიყენეთ — ამით პატარებს ვახშამსაც გაუხალისებთ და დარწმუნებული იყავით, რომ თეფშზე ნამცეციც არ დარჩება.