მომზადების დრო: 20წთ
1 ულუფის კალორიულობა: 387კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 500გრ სპაგეტი
  • 350გრ კალმარის რგოლი
  • 50გრ მანანის ბურღული
  • 50გრ ხორბლის ფქვილი
  • 50გრ სიმინდის ფქვილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით

საწებლის მოსამზადებლად:

  • 400გრ პომიდვრის საწებელი
  • 2 ცალი პომიდორი (200გრ)
  • 3 კბილი ნიორი (15გრ)
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 5 ს.კ. დაჭრილი რეჰანი (60გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

გრემოლატას მოსამზადებლად:

  • 1/2 კონა ოხრახუში (50გრ)
  • 3 კბილი ნიორი (15გრ)
  • 1 ლიმონის ცედრა (10გრ)

მომზადება:

  1. მოვამზადოთ გრემოლატა: ოხრახუში გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. ნიორი გავარჩიოთ და დავნაყოთ. დაჭრილი მწვანილი შევურიოთ ნიორსა და ლიმონის ცედრას. სუფრასთან მიტანამდე გრემოლატას ნაზავს გადავაკრათ კულინარიული ცელოფანი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  2. მოვამზადოთ საწებელი: ნიორი გავარჩიოთ. პომიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი და თესლი და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ნივრის მთლიანი კბილები 3 წუთის განმავლობაში. ტაფაზე მოვათავსოთ პომიდორი და ვამზადოთ 10 წუთის განმავლობაში, ჩავუმატოთ პომიდვრის საწებელი და რეჰანი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 7 წუთის განმავლობაში.
  3. ფრიალა თეფშზე ერთმანეთს შევურიოთ ორივე სახეობის ფქვილი და მანანის ბურღული. ამოვავლოთ ამ ნაზავში კალმარის რგოლები და შევწვათ ულუფებად ადუღებულ მცენარეულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე. შებრაწული კალმარები გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად.
  4. ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ სპაგეტი 8 წუთის განმავლობაში, გადავიტანოთ საწურზე, შემდეგ ლანგარზე და მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი. ზემოდან მოვასხათ საწებელი და დავალაგოთ კალმარები. კერძს მოვაყაროთ გრემოლატა.
moreprodyktu-3-min

ეს კერძი იდეალურად მოუხდება როგორც რომანტიკულ ვახშამს, ისე ოჯახურ შეკრებებს. სწრაფი, მარტივი და გემრიელი — უკეთესი რა უნდა ინატრო?