მომზადების დრო: 45 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 509კკალ
ულუფის რაოდენობა: 6-8

შემადგენლობა:

  • 350გრ უძვლო საქონლის ხორცი
  • 40გრ ნაღების კარაქი
  • 1 თავი ხახვი (15გრ)
  • 1 ს.კ. ფქვილი (15გრ)
  • 2ლ ხორცის ბულიონი
  • 2 ცალი მჟავე კიტრი (200 გრ)
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. პომიდვრის პასტა (10გრ)
  • 1 ჩ.კ. პომიდვრის ცხარე სოუსი (10გრ)
  • 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი (10გრ)
  • 2 ჩ.კ. კაპერსი (20 გრ)
  • 2 კბილი ნიორი (10 გრ)
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • დაჭრილი ოხრახუში
  • მწვანე ზეთისხილი მოსართავად

ბულიონის (2ლ) შემადგენლობა:

  • 1,5კგ საქონლის ხორცის ძვლები (დაჭრილი)
  • 600გრ საქონლის ხორცის ნაჭრები
  • 75გრ კოჭას ძირები
  • 3 კაკალი მიხაკი
  • 3 თავი ხახვი
  • 3ც სტაფილო
  • მარილი გემოვნებით

ბულიონის მომზადება:

  1. ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე. სტაფილო და კოჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. კოჭა დავჭრათ წვრილად.
  2. გაურჩეველი ხახვი გავჭრათ შუაზე. საქონლის ძვლები, დაჭრილი ხორცი და ხახვი დავალაგოთ ტაფაზე და 30 წუთით შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
  3. გამომცხვარი პროდუქტი გადავიტანოთ ღრმა ტაფაზე და დავასხათ ცივი წყალი, ისე რომ ტაფა ბოლომდე აივსოს. დავამატოთ სტაფილო, კოჭა და მიხაკი. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  4. ბულიონი ვადუღოთ თავდახურულ ქვაბში დაბალ ცეცხლზე 2 სთ 30 წთ. პირველ 30 წუთის განმავლობაში რეგულარულად მოვხადოთ ქაფი. მზა ბულიონი გავწუროთ, შემდგომი გამოყენებისთვის ჩავასხათ  პატარა, მჭიდროდ თავდახურულ ქილებში (200-350 მლ) და შევინახოთ საყინულეში.

 

კერძის მომზადება:

  1. საქონლის ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ პატარა კუბებად. ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ წვრილად. ხახვი და ხორცი შევწვათ ტაფაზე კარაქში. ხახვი უნდა გახდეს გამჭირვალე. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  2. ხახვიან ხორცს მოვაყაროთ ფქვილი, დავუმატოთ პომიდვრის პასტა და 100მლ ბულიონი. მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
  3. ქვაბში დარჩენილი ბულიონი მივიყვანოთ ადუღებამდე. ტაფიდან მზა ნაზავი გადავიტანოთ ბულიონში და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი.
  4. ზეთისხილი დავჭრათ რგოლებად. ნიორი გავარჩიოთ და დავნაყოთ. მჟავე კიტრი დავჭრათ წვრილ კუბებად, გავაცხელოთ ტაფაზე მცენარეულ ზეთში და ჩავყაროთ ქვაბში. დავამატოთ ნიორი, კაპერსი, ძმარი და პომიდვრის სოუსი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  5. წვნიანი ხელმეორედ მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ თავდახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

ostruy-uzhin-5-min

რჩევა: აუცილებელი არ არის წვნიანი ხორცის ნაჭრებით მოამზადოთ. გემრიელი წვნიანი ძვლების ნახარშითაც გამოგივათ.