მომზადების დრო: 35წთ
1 ულუფის კალორიულობა: 105კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 600გრ ორაგულის ფილე
- 400გრ ბროკოლი
- 200მლ ნაღები
- 100მლ წყალი
- 1 თავი ხახვი
- ზეითუნის ზეთი
- დაფქული მუსკატის კაკალი
- 1/2 კონა ნიახური ან ოხრახუში
- მარილი
- პილპილი
მომზადება:
- ფილე გავრეცხოთ და გავაშროთ. მოვაშოროთ ფხა და დავჭრათ ულუფებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
- ნიახური (ან ოხრახუში) გავარჩიოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ თხელ ჩხირებად. ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ რგოლებად. ბროკოლი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავყოთ ყვავილედებად.
- გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეითუნის ზეთი და მოვათავსოთ მასზე თევზი, მოვაყაროთ ნიახური (ოხრახუში), ხახვი და ბროკოლი. ნაღებს შევურიოთ წყალს და ჩავასხათ ფორმაში.
- გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. კერძი შევაზავოთ მუსკატის კაკლით და ცოტა პილპილით. დავახუროთ ფორმას თავსახური ან ფოლგა და გამოვაცხოთ 35 წუთი.