გემრიელად ჭამა ყველას უყვარს, თუმცა თავისუფალი დროის სამზარეულოში გასატარებლად, თუნდაც, საყვარელი კერძების მოსამზადებლად ცოტა ჩვენგანი თუ იცლის. დროის უქონლობის გამო, იძულებულები ვართ უმეტესად მშრალი ბუტერბროტებითა და ნახევარფაბრიკატებით ვიკვებოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგანდოთ საკვები ინგრედიენტების სწრაფად მომზადების რამდენიმე საიდუმლო.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რითმი ისეთი სწრაფია, ხშირად იოლად გადავდივართ ბუტერბროტებსა და კვერცხზე, რომელთა მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და სამაგიეროდ გვგონია, რომ «უფრო მნიშვნელოვანი» საქმეებისთვის მეტი დრო გვრჩება. თუმცა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა, რომელიც ჩვენს განწყობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. ამიტომაც რამდენიმე ისეთ რჩევას გთავაზობთ, რომლებიც სრულფასოვანი კერძების მომზადებას ნაკლებ დროში მოგახერხებინებთ, თანაც ისე, რომ ეს კერძის გემოზე, ხარისხსა და სასარგებლო თვისებებზე დიდად არ იმოქმედებს. ეს რჩევები მაშინაც გამოგადგებათ, თუ თქვენი სამზარეულო ტაფებისა და ქვაბების მაინცდამაინც მრავალფეროვანი არჩევანით არ გამოირჩევა.

  1. გაყინული ხორცის, ფარშის ან თევზის გალღობის საუკეთესო საშუალება გაყინული პროდუქტის 10 -12 საათით მაცივარში გადატანაა. რაც უფრო ნელა ლღვება ხორცი, მით უფრო გემრიელია კერძი. აჯობებს თუ ასეთ პროდუქტს მიკროტალღურ ღუმელში არ გაალღობთ, რადგან შესაძლოა ის არათანაბრად გაცხელდეს და როდესაც გვერდები «მომზადებას» დაიწყებს, შიგნითა ნაწილი გაყინული დარჩეს. განსაკუთრებით ეს თევზსა და ცომს ეხება. ამიტომ თუ საყინულედან ხორცის მაცივარში გადატანა დაგავიწყდათ ან ვერ მოასწაროთ, მიკროტალღურში შედების ნაცვლად,  ხორცის ნაჭერი წყლის ჭავლის ქვეშ მოათავსეთ, ან ჩადეთ თასში და მთლიანად დაფარეთ ყინულიანი წყლით. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ თევზის შემთხვევაშიც, ოღონდ წინასწარ მარილი მოაყარეთ, ის ლღობის პროცესს დააჩქარებს და შეახვიეთ პარკში. თუ დროის პრობლემა გაქვთ გამოიყენეთ ტრადიციული წყლის აბაზანა. გახსოვდეთ გაყინული პროდუქტის სწრაფი გალღობის მთავარი წესი — რაც უფრო პატარაა ნაჭერი, მით უფრო სწრაფად ლღვება ის.bustroe-prigotovlenie-22. თუ ჭარხლის სწრაფად მოხარშვა გნებავთ, რომელიც როგორც ცნობილია, ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას მოითხოვს, მოათავსეთ ადუღებულ წყალში და 20 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ გამდინარე წყლის ქვეშ 5-10 წუთი. ჭარხალი მალე მზადდება მიკროტალღურ ღუმელშიც — ბოსტნეული  ჩანგლით ან ხის ჩხირით ჩაჩხვლიტეთ, შეახვიეთ გამოსაცხობ პარკში და დატოვეთ ღუმელში 20-25 წუთით.bustroe-prigotovlenie-3
    3. ლობიო უფრო სწრაფად მოიხარშება, თუ მდუღარე წყალში ყოველ 10 წუთში ერთხელ ცოტაოდენ ცივ წყალს ჩაუმატებთ. მთავარია დიდი ქვაბი შეარჩიოთ, რომ დამატებული წყალი ჩაეტიოს. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ლობიოს მარილი მოხარშვის შემდეგ უნდა მოაყაროთ, რადგან თუ მარილს ადრე მოაყრით, ლობიო გამაგრდება და დიდხანს მოუწევს ხარშვა. საერთოდ, მარილთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან სხვადასხვა პროდუქტზე ის სხვადასხვაგვარად მოქმედებს. წესით, ხარშვის დროს წყალში მარილი წყლის ადუღების შემდეგ უნდა ჩაყაროთ.
     

    4. დროის დაზოგვა  ბოსტნეულის რეცხვის დროსაც შესაძლებელია. მაგალითად, თუ ბოსტნეული ძალიან ჭუჭყიანია, მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და კარგად შეანჯღრიეთ.