აი, სადაცაა საყვარელი სერიალის მორიგი სერია დაიწყება, ტელევიზორთან მოკალათებას სასუსნავთან ერთად გეგმავდით, მაგრამ, ექვსს უკვე კარგა ხანია გადასცდა! არ იდარდოთ, ჩვენ ვიცით როგორ გადავაქციოთ თქვენი მავნე, გვიანი ვახშამი სასარგებლოდ.

ბევრ ჩვენგანს აწუხებს კითხვა: არსებობს თუ არა ექვსის შემდეგ ცხოვრება შიმშილის გარეშე? დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ რომ «არსებობს!» მთავარია შეძლოთ საკუთარ ორგანიზმთან მოლაპარაკება. მძიმე სამუშაო ან სასწავლო დღის შემდეგ ვახშამზე უარის თქმით ჩვენ საკუთარ თავს ნევროზის, მოუსვენარი ძილის და დაღლილობის პროვოცირებას ვუკეთებთ. ამიტომაც, მოდით, დავივიწყოთ აკრძალვები და  ვახშამი სასარგებლო პროცესად ვაქციოთ.

გამოცდილ რჩევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმავდროულად ყველაზე მარტივი ასე ჟღერს: «ზომიერებას + ნებისყოფა და ჯანსაღი მიდგომა = ჯანმრთელობას და ცხოვრებით ტკბობას.»

1. ვახშმისთვის მზადება სადილიდან დაიწყეთ. საღამოს ბევრის ჭამა რომ არ მოგიხდეთ, აუცილებელია შიმშილის ისეთი მწვავე  შეგრძნება აირიდოთ, როცა გგონიათ რომ მზად ხარ ყველანაირი საჭმელი ერთი ხელის მოსმით გაანადგუროთ. თუ სახლში ასეთ მდგომარეობაში მიხვალთ შესაძლოა თავი ვერ შეიკავოთ და მრავალფენიანი ბუტერბროტი შემოგეჭამოთ, რომელსაც ყველაფერს დაუმატებთ, რაც კი მაცივარში ხელში მოგყვებათ. შეეცადეთ ერთი კარგი ჩვევა შეიძინოთ — სამსახურში რაიმე სასარგებლო პროდუქტით წაიხემსეთ, განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს. მოიმარაგეთ თხილი, მზესუმზირა ან ჩირი, რადგან ისინი  შიმშილის გრძნობას დაგიცხრობთ და საშუალებას მოგცემთ ზომიერ და სასარგებლო ვახშმამდე თავი მშვიდად გაიტანოთ.
sekretu-legkosti-posle-uzhina-22. მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ვახშმისთვის პროდუქტების არჩევას. ნუ აყვებით მოძველებულ სტერეოტიპებს, რომ თითქოს ხილი, ბოსტნეული და კენკრა შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით და ნებისმიერ დროს მიირთვათ და რომ თითქოს ეს თქვენს ფიგურას ოდნავადაც არ დაეტყობა. ეს ასე არ არის. ჩამოთვლილთაგან ბევრი ნახშირწყლებს შეიცავს, რომლებიც მალევე ნაკეცებად და კილოგრამებად გარდაიქმნებიან. ამიტომ, დაიცავით ზომიერება და კიდევ ერთხელ ზომიერება! sekretu-legkosti-posle-uzhina-3

3. ფიგურისთვის არც სალათია უსაფრთხო. ბევრს ავიწყდება რომ, სასარგებლო და მსუბუქი სალათი, თუ კი მას მაიონეზით შევაზავებთ, ზედმეტი კილოგრამების წყაროა. ამიტომ, შეეცადეთ საწებლები და არაჟანი ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ, ასევე შეგიძლიათ ქუნჯუთის და სელის ზეთის გამოყენება. ორივე მათგანი საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო.
4. საკვების მიღების შემდეგ აჯობებს თუ მაშინვე დივანზე არ მოკალათდებით. ნოყიერი ვახშამი ადუნებს და დასვენების სურვილს აჩენს. შეეცადეთ ეს ჩვევა მოიშალოთ, თორემ მთელი მიღებული საკვები თქვენს ფიგურაზე აისახება. ამის მაგივრად შეგიძლიათ საღამოობით  15 წუთი სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, რაც არამარტო დააჩქარებს საჭმლის მონელებას, სწრაფად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.
5. საკვებს არ დააყოლოთ ტკბილი სასმელები, ჩაი ან ალკოჰოლი. არჩევანი ტუტე მინერალურ წყალზე გააკეთეთ. ის მიღებულ საკვებს წარმატებით გაუმკლავდება და თქვენს  მსუბუქ და ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს.