მსუბუქი ძილის საიდუმლო

მსუბუქი ძილის საიდუმლო

როგორც 8 ქვეყანაში ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და საქმიანობისა გვიანი ვახშამი უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. როგორც არ უნდა ვეცადოთ, თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადრე ვახშმობის საშუალებას არ გვაძლევს.

IDS Borjomi International აღნიშნული კვლევის ჩატარების ინიციატორი შემთხვევით არ გამხდარა. თუ საღამოს ცდუნებას ვერ გაუძელით და რაიმე გემრიელით წაიხემსეთ ან ერთი ჭიქა კარგი ღვინო მიირთვით, სწორედ «ბორჯომი» გაგრძნობინებთ სიმსუბუქეს და ნოყიერი, გვიანი ვახშმის შემდეგ თქვენს მშვიდ ძილზე იზრუნებს.

ვულკანური წარმოშობის 60-ზე მეტი მინერალის წყალობით «ბორჯომი» ორგანიზმის გაწმენდის უნიკალურ ძალას ფლობს. მისი ეს თვისება განსაკუთრებით საღამოს ძილის წინ გვადგება, რათა სასიამოვნო ფიქრებით ჩავიძინოთ და მომდევნო დღეც მშვიდად დავგეგმოთ.

გემრიელ ვახშამს და მსუბუქ ძილს გისურვებთ!