მომზადების დრო: 7წთ
1 ულუფის კალორიულობა: 389კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4 ს.კ. თაფლი (120გრ)
  • 2 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა (20გრ)
  • 4 თავი თხის ყველი (500გრ)
  • 200გრ სალათის ფურცელი
  • 3 ცალი კივი (250გრ)
  • 1/4 ანანასი (500გრ)
  • 1 ცალი მანგო (300გრ)
  • 1 ს.კ. ბალზამიკო (20გრ)
  • 1 ჩ.კ. მდოგვის მარცვალი (5გრ)
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • მომზადება:

    1. სალათის ფურცელი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ, დიდი ფოთლები მოვაცილოთ. ხილი გავრეცხოთ, გავაშროთ, კანი მოვაშოროთ და დავჭრათ ნაჭრებად. თასში ერთმანეთს შევურიოთ ხილი და მწვანილი.
    2. საწებლისთვის შევაზავოთ ზეთი, მდოგვი და ძმარი, მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ. ხილს და მწვანილს მოვასხათ საწებელი. სალათი გავანაწილოთ თეფშებზე.
    3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. თაფლში ავურიოთ წითელი წიწაკა, გადავუსვათ ყველის თავებს, ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 7 წუთის განმავლობაში. თითოეულ ულუფას გვერდით მივუდოთ თბილი ყველის გაუჭრელი თავები.

    ekzoticheskiy-uzhin-3-min

    ამ სალათს ძალიან მოუხდება თეთრი მშრალი ღვინო. გემრიელად მიირთვით!