მომზადების დრო: 8წთ
1 ულუფის კალორიულობა: 272კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 200გრ ბრინჯის ატრია
- 10ც ახალი ქამა სოკო (350გრ)
- 50გრ კორეულად მომზადებული სტაფილო
- 1ც ქორფა კიტრი (100გრ)
- 1ც ტკბილი წიწაკა (50გრ)
- 1 თავი ხახვი (100გრ)
- 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
- ღვინის ძმარი გემოვნებით
სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
- ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ თხელ, ნახევარრგოლებად. ღრმა თასში ჩავასხათ 2 ს.კ. ძმარი.
- მოვამზადოთ ბრინჯის ატრია შეფუთვაზე მითითებული რეცეპტით. გამზადებული ატრია გადავიტანოთ საწურზე და შემდეგ თასზე, მოვასხათ მცენარეული ზეთი და მოვურიოთ.
- სოკო გავწმინდოთ სველი ქსოვილით, დავჭრათ ფირფიტებად და შევწვათ 2 ს.კ. ზეთში ოქროსფერის მიღებამდე. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- კიტრი და ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ წვრილ ღეროებად.
- სასალათე თასში ბრინჯის ატრიას შევურიოთ სოკო, დაჭრილი ბოსტნეული, დავუმატოთ კორეულად მომზადებული სტაფილო და მარინადიდან ამოღებული ხახვის 1/2. შევაზავოთ სალათი მარილით და წიწაკით და ამოვურიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ კერძი «სალათადაა» მონათლული, ის თავისუფლად შეგვიძლია ძირითად კერძად ვაქციოთ და როგორც წასახემსებლად ისე, სრულფასოვან ვახშმადაც გამოვიყენოთ.