მომზადების დრო: 27წთ
ულუფის რაოდენობა: 2
შემადგენლობა:
- 400გრ ქათმის მკერდი
- 200გრ ქამა სოკო მარინადში
- 1 მუჭა სალათის ფოთლების ნაკრები
- 20გრ კედრის კაკალი
- 10-15 ცალი მარწყვი
- 4 ცალი პომიდორი ჩერი
- მარილი
- პილპილი
საწებლის მოსამზადებლად:
- 1 ს.კ. მარწყვის მურაბა
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 კბილი ნიორი
მომზადება:
- ქათმის მკერდი გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა თასში.
- ნიორი გავარჩიოთ და დავჭყლიტოთ, შევურიოთ მურაბა და მცენარეულ ზეთი, მოვაყაროთ მწიკვი მარილი და პილპილი. მიღებული ნაზავი მოვასხათ ქათმის მკერდს და კარგად ამოვურიოთ.
- თასს გადავაფაროთ საკვები პარკი და 20 წუთით გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.
- სალათის ფურცლების ნაკრები გავრეცხოთ და გავაშროთ. მსხვილი ფოთლები ხელით დავფლითოთ და დავალაგოთ მისართმევ ჭურჭელზე.
- პომიდორი და მარწყვი გავრეცხოთ და გავაშროთ. პომიდორი დავჭრათ ოთხ ნაწილად, მარწყვი კი — თხელ ნაჭრებად.
- თასიდან ამოვიღოთ ქათმის მკერდი და შევწვათ ტაფაზე ოქროსფერის მიღებამდე, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელზე და გავაცივოთ. მარინადი კი, რომელშიც ქათმის მკერდი იდო — შევინახოთ.
- სოკო მსხვილად დავჭრათ და შევურიოთ ქათმის მკერდს.
- კედრის კაკალი ცხიმის გარეშე მოვხალოთ ტაფაზე.
- ქათმის მკერდი და სოკოთი გადავიტანოთ სალათის ფურცლებზე, დავუმატოთ პომიდორი და მარწყვის ნახევარი და ფრთხილად ამოვურიოთ, მოვასხათ დარჩენილი მარინადი, მოვაყაროთ კაკალი და მოვრთოთ მარწყვით, მოვაყაროთ პილპილი გემოვნებით.