მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 201კკალ
ულუფის რაოდენობა: 2

შემადგენლობა:

  • 2 ცალი მწიფე მსხალი
  • 100გრ პარმის ლორი (ან სხვა უმად გამოყვანილი ლორი)
  • 150გრ მაგარი ყველი
  • 30გრ კედრის კაკალი
  • 100გრ რუკოლა
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ბალზამიკო
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

  1. მსხალი გავრეცხოთ, გავაშროთ, გულები ამოვიღოთ და დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად.
  2. ლორი დავჭრათ თხელ, განიერ ზოლებად.
  3. ყველი მსხვილად გავხეხოთ.
  4. რუკოლა გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და გავაშროთ.
  5. გამზადებული პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს თასში.
  6. საწებლის მოსამზადებლად მსუბუქად ავთქვიფოთ ზეითუნი ზეთი, ლიმონის წვენი და ბალზამიკო, დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  7. სალათს მოვასხათ საწებელი და ფრთხილად ამოვურიოთ. ზემოდან მოვაყაროთ კედრის კაკალი.

romanticheskiy-uzhin-3-min