მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 197კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 200გრ საზამთროს რბილობი
  • 150გრ ლორი
  • 1 ცალი ვაშლი (120გრ)
  • 1 თავი სალათის ფურცელი ან სასალათე ნაკრები (400გრ)
  • 1/2 ლიმონის წვენი (25გრ)
  • 5 პიტნის ღერო (25გრ)
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. საზამთროს რბილობი დავჭრათ პატარა კუბებად, ლორი — თხელ ნაჭრებად. ვაშლი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავჭრათ თხელ ჩხირებად.
  2. სალათის ფურცლები გავრეცხოთ, გავაშროთ და ხელით მსხვილად დავხიოთ. პიტნა გავრეცხოთ, გავაშროთ, ფოთლები მოვაცალოთ და მსხვილად დავჭრათ.
  3. გამზადებული პროდუქტი მოვათავსოთ სასალათეში. საწებლის მოსამზადებლად მსუბუქად ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  4. სალათს მოვასხათ საწებელი და ფრთხილად ამოვურიოთ. სუფრასთან მივიტანოთ გახუხულ თეთრ პურთან ერთად.
legkiy-uzhin-1-min

გირჩევთ ლორთან ერთად ნესვიც გასინჯოთ. ეს ორი პროდუქტი მეტად უჩვეულო და გემრიელ დუეტს ქმნიან!