თუ ოჯახის წევრების და მეგობრების განებივრება მადის ამღძვრელი ქათმის, ანანასისა და ყველის კერძით გჩვევიათ, გირჩევთ პროდუქტების ასეთ შეხამებაზე უარი თქვათ და ანანასი დესერტად მიირთვათ. თუ რატომ, ამის გარკვევაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ!

საკვებად მხოლოდ ყველაზე სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოყენება არ ნიშნავს, რომ თქვენ მათგან მაქსიმალურ სარგებელს იღებთ. ყველაზე მთავარი პროდუქტების სწორად შეხამებაა. ზოგიერთმა მათგანმა  შესაძლოა სრულად გაანეიტრალოს თავისი «კომპანიონების» სასარგებლო თვისებები, მაშინ როცა სხვა პროდუქტები არა მხოლოდ სრულად შეგაგრძნობინებენ გემოს, არამედ დაეხმარებიან ორგანიზმს საკვების სწრაფად ათვისებაში. გთავაზობთ პროდუქტების შეხამების რამდენიმე წესს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ენერგიულები და ჯანმრთელები.

1. ცხოველური ცილები (ხორცი, კვერცხი, თევზი და ზღვის პროდუქტები) შეგიძლიათ  მცენარეულ ცილებთან ერთად მიირთვათ ე.ი. ნებისმიერ ბოსტნეულთან, გარდა სახამებლის შემცველი სახეობებისა. მაგალითად, ნუ მიირთმევთ შემწვარ კარტოფილს სტეიკთან ერთად ან პიურეს დაბეგვილ ხორცთან ერთად. არ შეიძლება კონცენტრირებული ცილების შაქართან და დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად მიღება. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ცილოვანი საკვების მირთმევის შემდეგ 2-3 საათით შეისვენოთ.
2. აჯობებს ცხოველური ცილები ცხოველურ ცხიმებთან შევახამოთ, ხოლო მცენარეული — მცენარეულთან. ამიტომ, ქათმის მცენარეულ ზეთში შეწვა არ ღირს.
3. კიტრი, ტკბილი პილპილი, ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო და ყაბაყი იდეალურად ეწყობა ყველა საკვებს, გარდა რძისა და რამდენიმე სახეობის ხილისა; ყვავილოვანი კომბოსტო და ბადრიჯანი კი სჯობს არ დავამატოთ ხორციან ან კვერცხიან კერძებს.
4. ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები (კარტოფილი, მარცვლეული, ბურღული, ცომეული, გოგრა და სხვა) კარგად ეწყობიან ბოსტნეულს და ცხიმიან საკვებს, მაგრამ ნუ მიირთმევთ მათ რაიმე მჟავესთან, მაგალითად, ციტრუსთან ან პომიდორთან ერთად.
5. ხილს სწრაფად ითვისებს ორგანიზმი და მას ენერგიით ავსებს, მაგრამ მისი მიღება სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად სჯობს, თანაც მშიერ კუჭზე (გამონაკლისს წარმოადგენს მჟავე ხილი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც მაღალი მჟავიანობა აქვს) ან საკვების მიღებიდან 3 საათის შემდეგ. საერთოდ, ხილის შეთავსება შეიძლება მწვანილთან და რძემჟავა პროდუქტებთან, თუმცა მათი თანხლებით ტკბილეულს (კანფეტი, ორცხობილა, რძიანი და თეთრი ნუ მიეძალებით შოკოლადი). ასევე უარის თქმა მოგიწევთ ქათმისა და ანანასის დუეტზე, რადგანაც ხილი ცხოველურ ცილას საერთოდ არ ეთავსება. ცხოველური ცილების მირთმევიდან მომდევნო კვებამდე სულ მცირე ნახევარი საათი მაინც უნდა გავიდეს.s-chem-sochetat-produktu-2

6. არსებობს პროდუქტების კატეგორია, რომლებიც ხილის გარდა  ნებისმიერ საკვებს ეთავსება. ასეთია მწარე შოკოლადი (მისი დესერტად მირთმევა ნებისმიერი საკვების შემდეგ შეგიძლიათ), მწვანილი, თაფლი და სანელებელები.

s-chem-sochetat-produktu-3

ზოგადად, საუკეთესოა თუ ერთ მიღებაზე ერთი კატეგორიის პროდუქტებს გამოიყენებთ (ცილა ცილებთან, ნახშირწყლები ნახშირწყლებთან, ცხიმი ცხიმებთან). თუმცა თუ კვების ასეთი კატეგორიული დანაწევრება დიდად არ გსიამოვნებთ, თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე მსუბუქი შეხამება აირჩიეთ და არც სასმელები დაივიწყოთ. ბოსტნეულისა და ხილის წვენებს ორგანიზმი არა წყლად, არამედ საკვებად აღიქვამს, ამიტომ წვენები ცალკე უნდა მივირთვათ. ვახშამზე საუკეთესო კომპანიონობას «ბორჯომი» გაგიწევთ, რომელიც თავისი ვულკანური მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით ხელს უწყობს მოხმარებული პროდუქტების ათვისებას და ორგანიზმის გაწმენდას.