მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 254კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6
შემადგენლობა:
- 800გრ ზღვის თეთრი თევზის ფილე
- 2 ცალი ლიმონი
- 1 თავი ხახვი
- 50გრ ქორფა მწვანილის ასორტი
- 1 ს.კ. პომიდვრის პასტა
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მარილი
- პილპილი
მომზადება:
- ნახევარი ლიმონი გავწუროთ. დანარჩენი დავჭრათ. ხახვი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. მწვანილი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრად.
- თევზი გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვაშხუროთ ნახევარი ლიმონის წვენი.
- ტაფაზე ცხელ მცენარეულ ზეთში შევწვათ ხახვი გამჭირვალე ფერის მიღებამდე. დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, დაჭრილი ლიმონი და დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთით.
- ტაფაზე მოთავსებულ პროდუქტებს დავუმატოთ პომიდვრის პასტა და კარგად გავაცხელოთ (დაახ. 2 წთ).
- ტაფაზე დავამატოთ თევზი, შევწვათ 2-3 წუთი და თან ვურიოთ. დავახუროთ თავსახური და მაღალ ცეცხლზე ვამზადოთ კიდევ 5-8 წუთი.
- ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და 5 წუთით გავაჩეროთ თავდახურული.
- მზა თევზი გადავიტანოთ თეფშებზე.