მომზადების დრო: 20 წთ
1 ულუფის კალორიულობა: 360კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 200გრ შებოლილი ორაგული (ნაჭრებად)
- 150გრ ადიღეური ყველი
- 2 ცალი ფორთოხალი (300გრ)
- 1/2 კონა რეჰანი (25გრ)
- 1/2 მჟავე კიტრი (50გრ)
- 1 ჩ.კ. მდოგვი (10გრ)
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- 1/2 ფორთოხლის კანი გავხეხოთ, ორივე ფორთოხალი გამოვწუროთ. რეჰანი გავრეცხოთ, გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. კიტრი დავჭრათ ძალიან წვრილად.
- ღრმა თასში გავხეხოთ ყველი, დავუმატოთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1/2 ფორთოხლის ცედრა და 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი, კიტრი და 1/2 რეჰანი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
- ორაგულის ნაჭრები გავშალოთ საკვებ ცელოფანზე და ზემოდან თანაბარ ფენად გავშალოთ ყველის გულსართი. ცელოფნის მეშვეობით გადავახვიოთ თევზი რულეტებად და შევდოთ საყინულეში 10 წუთით.
- სუფრასთან მიტანის წინ რულეტებს მოვაცალოთ პარკი. საწებლის მოსამზადებლად დარჩენილი ფორთოხლის წვენი ავთქვიფოთ 2 ს.კ. კარაქთან და მდოგვთან ერთად, დავუმატოთ მორჩენილი ცედრა და რეჰანი. რულეტები სუფრასთან სალათის ფოთლებთან ერთად მივიტანოთ.
სადღესასწაულო სუფრისთვის კერძი შეგვიძლია წითელი ხიზილალითაც მოვრთოთ.