მომზადების დრო: 30წთ
1 ულუფის კალორიულობა: 401კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 700გრ ინდაურის ფილე
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 400გრ ქამა სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 6 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • დაფქული შავი პილპილი

მომზადება:

  1. ინდაურის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ 4 ულუფად და დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
  2. ნიორი გავარჩიოთ, დავნაყოთ და პატარა თასში ჩავყაროთ, დავუმატოთ სოიოს სოუსი, თაფლი, ლიმონის წვენი და ნაზავი წავუსვათ ხორცს. შევინახოთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
  3. სოკო გავარჩიოთ, გავწმინდოთ სველი ქსოვილით და დავჭრათ წვრილად.
  4. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე 2 ს.კ. ზეთში სანამ გამჭირვალე არ გახდება. ხახვს დავუმატოთ სოკო და ვთუშოთ წვენის გამოსვლამდე. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. სოკო და ხახვი გადმოვიღოთ სხვა ჭურჭელში და გავაცივოთ.
  5. ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან და ცოტა შევაშროთ. თითოეულ ულუფა ინდაურის ფილეს ზემოდან დავულაგოთ სოკო ხახვით. ხორცი დავახვიოთ რულეტივით და შევკრათ კულინარიული ძაფით ან ხის ჩხირით.
  6. რულეტები შევწვათ ტაფაზე დარჩენილ ცხიმში ოქროსფერის მიღებამდე.
  7. გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
  8. მომზადებული რულეტები გადავიტანოთ თეფშზე. ხის ჩხირები მოვაძროთ და სუფრასთან მივიტანოთ მწვანე სალათთან ერთად.

myaso-3-min