მომზადების დრო: 1სთ
1 ულუფის კალორიულობა: 353კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 1კგ ხბოს ხორცის უცხიმო მთლიანი ნაჭერი
  • 200გრ დაჭრილი ხბოს ხორცი
  • 250გრ უკურკო შავი ქლიავი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 200მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 300მლ წყალი
  • 2 თავი ხახვი (200გრ)
  • 2 ცალი სტაფილო (100გრ)
  • 1 ძირი ოხრახუში (100გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

საწებლის მოსამზადებლად:

  • 50გრ ნაღების კარაქი
  • 10ც შავი ქლიავი (150გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. მოვამზადოთ ხორცი.
  2. პატარა თასში ჩავყაროთ შავი ქლიავი (250 გრ), დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10 წთ. გადმოვიღოთ საწურზე და შევაშროთ.
  3. ხორცი გავრეცხოთ და გავაშროთ. მთლიანი ნაჭერი სიგრძეზე ჩავსეროთ, გავშალოთ ფენად და დავბეგვოთ.
  4. მომზადებულ ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან. მთლიანი ხორცის ფენაზე გავანაწილოთ დაჭრილი ხორცის ნაჭრები და ზემოდან დავადოთ შავი ქლიავი. ხორცის მთლიანი ფენა გადავახვიოთ რულეტივით მჭიდროდ და შევკრათ კულინარიული ძაფით.
  5. სტაფილო, ოხრახუში და ხახვი გავარჩიოთ. სტაფილო და ოხრახუში გავრეცხოთ, გავაშროთ და გავჭრათ სიგრძეზე. ხახვი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
  6. გავაცხელოთ ტაფაზე კარაქი და შევწვათ რულეტი ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ ჩავუმატოთ ღვინო და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ღვინო არ აორთქლდება 2/3- ზე. ხორცს დავასხათ წყალი, ჩავყაროთ ყველა ბოსტნეული, დავახუროთ სახურავი და მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 45-50 წუთი.
  7. მომზადებული რულეტი გადავიტანოთ ბრტყელ თეფშზე და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  8. საწებლისთვის, შავი ქლიავი (150გრ) ჩავყაროთ ცხელ წყალში 10 წუთით და გავაკეთოთ პიურე. ბულიონი, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, გადავწუროთ, ვადუღოთ სანამ არ დარჩება მესამედი, შემდეგ დავუმატოთ შავი ქლიავის პიურე და კარგად გავაცხელოთ. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ნაღების კარაქი და კარგად მოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

myaso-1-min

რჩევა: თუ დრო გაქვთ რულეტი ფორმის მისაცემად 2-3 საათით მოათავსეთ სიმძიმის ქვეშ.