მომზადების დრო: 30 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 408კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6

შემადგენლობა:

  • 3 ცალი თხელი ლავაში (90გრ)
  • 300გრ ქათმის ფარში
  • 1 თავი ხახვი (100გრ)
  • 1 ცალი სტაფილო (100გრ)
  • 1/2 ტკბილი პილპილი (10გრ)
  • 2 ცალი პომიდორი (200გრ)
  • 1 თავი სალათის ფურცელი (600გრ)
  • 100გრ მაგარი ყველი
  • 150გრ ნატურალური იოგურტი
  • 2 კბილი ნიორი (10გრ)
  • 1 კონა კამა (25გრ)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ხახვი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. სტაფილო გავასუფთავოთ და მსხვილად გავხეხოთ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ და გადავარჩიოთ ფოთლები. კამა გავრეცხოთ. გავარჩიოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. მწარე წიწაკა წვრილად დავჭრათ. პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ რგოლებად. ყველი გავხეხოთ მსხვილად.
  2. ტაფაზე, ცხელ მცენარეულ ზეთში შევწვათ ხახვი და სტაფილო, სანამ ხახვი არ გახდება გამჭირვალე. ჩავამატოთ ფარში, მწარე წიწაკა და გავაგრძელოთ შეწვა, თან ვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შემდეგ გავაგრილოთ.
  3. საწებლისთვის გავარჩიოთ ნიორი, დავნაყოთ და შევურიოთ იოგურტი. დავამატოთ დაჭრილი კამა, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  4. ლავაშის ერთი ფირფიტა გავშალოთ, სქლად გადავუსვათ საწებლის ნახევარი, ზემოდან მოვაყაროთ ფარში სტაფილოთი და ხახვით და დავადოთ ლავაშის მეორე ფირფიტა. წავუსვათ ზემოდან საწებელი, მოვალაგოთ სალათის ფურცელი და პომიდორი, მოვაყაროთ ყველი, მოვასხათ დარჩენილი საწებელი და დავადოთ დარჩენილი მესამე ფირფიტა ლავაში.
  5. ლავაშის ფირფიტები გადავახვიოთ რულეტად, შევახვიოთ საკვებ პარკში და შევინახოთ მაცივარში 20 წუთით. მზა რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მივიტანოთ სუფრასთან.

semeynuy-uzhin-1-min

რჩევა: ლავაშის ფირფიტები საწებლით რომ ადვილად გაიჟღინთოს, მოასხურეთ ცოტა წყალი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით. ამგვარად მისი მაცივარში შენახვა აღარ დაგჭირდებათ.