მომზადების დრო: 5წთ
1 ულუფის კალორიულობა: 189კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 6ც დიდი ზომის გაყინული და მოხარშული კრევეტი
  • 60გრ ბრინჯის ვერმიშელი
  • 4 ღერი ლემონგრასი
  • 1 კიტრი
  • 1 კონა პიტნა
  • 8ც ბრინჯის ფურცელი

საწებლისთვის:

  • 50გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 50გრ თხელი თაფლი
  • 2 ს.კ. ქუნჯუთი
  • 100მლ ცხელი წყალი
  • 3 ს.კ. ვიეტნამური თევზის საწებელი (ან სოიოს ცხარე სოუსი)

მომზადება:

  1. ლემონგრასი, პიტნა და ქინძი გავრეცხოთ. ლემონგრასი გავასუფთავოთ და დავჭრათ თხელ ჩხირებად. ასევე დავჭრათ პიტნა და ქინძი.
  2. კიტრი გავრეცხოთ, გავაშროთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ ჩხირებად.
  3. კრევეტები გავასუფთავოთ და სიგრძეზე ორად გავჭრათ.
  4. ვერმიშელი მოვხარშოთ როგორც მითითებულია შეფუთვაზე, გადავიტანოთ საწურზე და გავავლოთ ცივი წყალი.
  5. სამუშაო მაგიდაზე გავშალოთ ბრინჯის 4 ფურცელი და დავასველოთ ცივი წყლით. თითოეულ ფურცელზე თანაბრად გავანაწილოთ ვერმიშელი, პიტნა, ქინძი, ლემონგრასი და კიტრი. შევახვიოთ მჭიდრო ხვეულები. თითოეულ ხვეულაზე დავდოთ სამნახევარი კრევეტი. დანარჩენი ბრინჯის ქაღალდებიც დავასველოთ და მოვამზადოთ ხვეულები კრევეტებითურთ.
  6. მიკროტალღურ ღუმელში საწებლის მოსამზადებლად გავაცხელოთ ლობიო, დავნაყოთ და შევურიოთ თაფლი და ქუნჯუთი. საწებელში ჩავამატოთ ცხელი წყალი და კვლავ ამოვურიოთ.
  7. ხვეულები მივიტანოთ სუფრასთან ლობიოს ცხელ საწებელთან ერთად.

ekzoticheskiy-uzhin-4-min