მომზადების დრო: 25წთ
1 ულუფის კალორიულობა: 216კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 400 გრ რიზოტოს ბრინჯი
- 1 თავი ხახვი (100გრ)
- 100მლ თეთრი მშრალი ღვინო
- 1ლ თბილი ბოსტნეულის ბულიონი
- 200გრ მწვანე ბარდა
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
ბოსტნეულის ბულიონისთვის (1ლ):
- 1 ძირი პრასი (თეთრი ნაწილი)
- 1 ცალი დიდი სტაფილო
- 1 ღერო ნიახური
- 1 ღერო ოხრახუში
- 1/2 კონა ოხრახუში
- სუფრის მსხვილი მარილი
- სტაფილო, ოხრახუშისა და ნიახურის ძირები გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ.
- პრასის თეთრი ნაწილი შუაში გავჭრათ სიგრძეზე, კარგად გავრეცხოთ და ოხრახუშთან ერთად კულინარიული ძაფით ერთ კონად შევკრათ.
- გამზადებული ბოსტნეული მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ 2 ჩ.კ. მარილი, ჩავასხათ 2 ლ ცივი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
- 45 წუთის განმავლობაში ვადუღოთ თავდახურული დაბალ ცეცხლზე. ბოსტნეული ამოვიღოთ, მზა ბულიონი გავწუროთ, ჩავასხათ პატარა ქილებში და შევინახოთ მაცივარში. გამოვიყენოთ ბოსტნეულის კერძებისა და წვნიანების მოსამზადებლად.
კერძის მომზადება:
- ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე 2 ს.კ. ზეთში გამჭირვალე ფერის მიღებამდე. ჩავამატოთ ბრინჯი, მოვურიოთ და ვამზადოთ 2 წთ. ჩავუმატოთ ღვინო და გავაჩეროთ, რომ ბრინჯმა ღვინო შეიწოვოს.
- ჩავასხათ 200 მლ ბულიონი და ისევ გავაჩეროთ ბრინჯი. აჯობებს ბულიონი პატარა ულუფებად ჩავასხათ, რომ ბრინჯმა შეწოვა მოასწროს.
- ბარდა მოვხარშოთ მარილიან წყალში 7წთ. და გადავიტანოთ საწურზე.
- როცა ბრინჯი ბულიონის დიდ ნაწილს შეიწოვს, დავუმატოთ ბარდა და ამოვურიოთ.
- რიზოტოს მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვასხუროთ მორჩენილი ზეითუნის ზეთი. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.
სურვილისამებრ კერძი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით. მიირთვით გემრიელად!