მომზადების დრო: 35წთ
1 ულუფის კალორიულობა 299კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 200გრ ბრინჯი
  • 2 ცალი კვერცხი (80გრ)
  • 150გრ მაგარი ყველი
  • 50გრ ფქვილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი (60გრ)
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ბრინჯი მოვხარშოთ და გავაცივოთ. ხახვი გავრეცხოთ, გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. ყველი გავხეხოთ.
  2. ბრინჯი მოვათავსოთ ღრმა თასში, ხელით ავზილოთ, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. ბრინჯიან მასაში დავამატოთ ფქვილი, ყველი და მწვანე ხახვი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  3. ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი. ნამიანი ხელებით ბრინჯის მასიდან ამოვიღოთ პატარა კვერები და შევწვათ ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე. ბრინჯის მაჭკატები  სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.

legkiy-uzhin-4-min

მაჭკატებზე არაჟნის დამატებისგან თავი შეიკავეთ, რადგან გახსოვდეთ, რომ ღამით არაჟნის მიღებას არც ისე სასურველ შედეგებამდე მივყავართ. გემრიელად მიირთვით!