გვიანი ვახშამი: საინტერესო ფაქტები და ზუსტი რიცხვები

IDS Borjomi International-ის ინიციატივით 8 ქვეყანაში კვებასთან დაკავშირებული ჩვევებისა და საკვების მიღების დროის შესახებ საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად როგორც წესი 6 საათის შემდეგ რეგულარულად წაიხემსებენ და არც გვიანი ვახშამია მათთვის უცხო. მხოლოდ დრო, ადგილი და მენიუ ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

გვიან ვახშამთან დაკავშირებით ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული წარმოდგენა და ჩვევები აქვს. ვიღაცისთვის საღამოს 9 საათი ვახშმისთვის დაგვიანებულად არ ითვლება, სხვა კი 6 საათის შემდეგ არაფერს მიირთმევს; ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მაშინ უნდა ჭამოს როცა მოესურვება — ოღონდ პატარა ულუფებით, მავანი კი მიჩვეულია საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრას. ერთად აღებული ჩვენი ჩვევები და წარმოდგენები ქვეყნებისა და ხალხების, ნაციონალური სამზარეულოს და ნაციონალური ხასიათის მთელ ტრადიციას აყალიბებს.

IDS Borjomi International-მა მასშტაბური კვლევა ჩაატარა რათა მეზობელი უკრაინელების საკვებთან დაკავშირებული ჩვევები შეესწავლა. გვეგონა, ბევრი საერთო გვექნებოდა, მაგრამ შევცდით. უკრაინელების ყოფითი ჩვეულებები ზოგჯერ ყაზახებთან უფრო ახლოა, ვიდრე ბელორუსებთან. ბალტიისპირეთშიც კი — ლიტველებს, ლატვიელებსა და ესტონელებს შორისაც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.

კვლევებმა ბალტიიდან კასპიის ზღვამდე 8 ქვეყანა მოიცვა: უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, რუსეთი, საქართველო და ყაზახეთი. ნაციონალური და კულტურული თავისებურებების მიუხედავად რვავე ქვეყანას სადილობისა და ვახშმობის ჩვეულება აერთიანებთ. შედეგებმა აჩვენა, რომ დღის განმავლობაში გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ხშირად სადილობს და ვახშამობს — რესპონდენტთა 84% მთელი კვირის განმავლობაში ვახშმობს, 81% კი რეგულარულად ვახშმობს გამოსასვლელ დღეებში.

კვლევის თანახმად ყაზახეთში საფუძვლიანად კვება უყვართ, სადილსა და ვახშამს დიდი გულისყურით ეკიდებიან და შუალედებში არც წახემსება ავიწყდებათ. ყაზახების 93% სამუშაო დღეებში აუცილებლად სადილობს და ვახშმობს. სადილებს შორის წახემსებით ყაზახები (69%) ადგილს მხოლოდ ბელორუსებს და რუსებს (72%) უთმობენ. წახემსებას უკრაინელებიც ბოროტად იყენებენ  (67%). სამაგიეროთ მას  ბალტიისპირეთში გაურბიან და სამ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ესტონეთს აღმოაჩნდა, სადაც ძირითად ტრაპეზებს შორის წახემსების მოყვარულები ცოტანი არიან (40%). Rezultaty-issledovaniy-2

რვავე გამოკითხულ ქვეყანაში სამუშაო დღეებში ადამიანები საღამოს 6-დან 9 საათამდე ვახშმობენ. ყაზახები პრაქტიკულად არასოდეს აცდენენ ყოველდღიურ ვახშამს. ამ საკითხს უფრო მშვიდად ეკიდებიან ქართველები და მათი 73% რეგულარულად ვახშმობს. არც ერთ გამოკითხულ ქვეყანაში გამოსასვლელი დღეების ვახშამს არ აცდენენ. როგორც წესი, შაბათსა და კვირას ვახშამის დრო საღამოს 7-8 საათია.

გვიანი ვახშმის ტრადიციებს შორის ბევრ განსხვავებას ვხვდებით. მაგალითად, ბალტიისპირელებისა და ყაზახების ჩვეულებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სამაგიეროდ, ყაზახებს, ქართველებს და სლავებს აქვთ ბევრი საერთო. რუსეთსა და ყაზახეთში გვიანი ვახშამი  საღამოს 9 საათიდან იწყება და შუაღამემდე გრძელდება. ბელორუსები — 8 საათიდან იწყებენ. ქართველები კი — ღამის 11-ის შემდეგ.

ალბათ შემთხვევითი არაა, რომ საქართველო «ბორჯომის» სამშობლოა, აბა როგორ წარმოგიდგენიათ მის გარეშე ღამე მირთმეულ ქართულ, ტრადიციულ კერძებთან გამკლავება?

რუსები და ბელორუსები გვიან ვახშამს ძირითადად სახლში აწყობენ, თანაც იშვიათად — თვეში სულ რამდენიმე დღე აქვთ ასეთი. სახლზე მიჯაჭვულნი არიან ქართველებიც -თავიანთი ყოველდღიური გვიანი ვახშმის ტრადიციებით. ყაზახებს კი, ეტყობათ, გამუდმებით მუშაობენ, მაგრამ სამუშაო დღეებშიც კი ახერხებენ სრულფასოვან გვიან კვებას, თუნდაც ეს შუაღამისას სამსახურში მოხდეს.

ბალტიის ქვეყნებში გვიან ვახშამს შედარებით ადრე იწყებენ — ლატვიაში საღამოს 8-9 საათზე, ესტონეთში — 8-10 საათზე ლიტვაში კი ყველაზე გვიან — 8-11 საათზე. ევროპული ტრადიციების გავლენით მათ საღამოობით გარეთ კვება ურჩევნიათ — კაფეში, ბისტროში ან ბარში. ლატვიელები ღამით ხშირად ვახშმობენ, ესტონელები კი ცდილობენ ამ ჩვევას გაექცნენ, თუნდაც მხოლოდ სამუშაო დღეებში.

უკრაინელების გვიანი ვახშამი თავისებურია. აღმოჩნდა რომ მათ გვიან ჭამა უყვართ… სტუმრად! დიახ, უკრაინელებს უყვართ საღამოს სტუმრად სიარული, მაგრამ ამას მხოლოდ დასვენების დღეებში ახერხებენ, სამუშაო კვირის განმავლობაში კი სახლში ვახშმობენ. უკრაინაში გვიანი ვახშამი საღამოს 9-11 საათზე იწყება.

Rezultaty-issledovaniy-3

რას გრძნობენ ისინი, ვისაც გვიან ჭამა უყვართ? ეს კვლევის ყველაზე საინტერესო კითხვაა. გამოკითხულთა 26%-ს ურჩევნია მოდუნდეს და სიამოვნება მიიღოს: რამდენსაც უნდა შეჭამს (14 %) ან კარგად, ნოყიერად მიირთმევს და მთელი დღის მანძილზე იძულებით შიმშილობას ამით აინაზღაურებს ( 12 % ). რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ფრთხილობს: 58% გვიან ვახშმობს, მაგრამ ულუფებს აკონტროლებს. გამოკითხულთა 16% აუცილებლად გულდასმით აკვირდება მიღებული საკვების რაოდენობას და ურჩევნიათ მაგიდიდან ოდნავ მშიერი ადგეს.

ორგანიზმიდან გამომდინარე კუჭი გვიანი საკვების მიღებაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. გამოკითხულთა უმრავლესობა, ნაციონალური კუთვნილების მიუხედავად, კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნებას და დისკომფორტს უჩივის. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ესტონეთში (93%), შედარებით ნაკლებად — ლიტვასა (62%) და რუსეთში (57%).

არც თუ იშვიათად უჩივიან ადამიანები გვიანი ვახშმის შემდეგ ცუდ გუნება-განწყობას. ყველაზე ხშირი ნეგატიური შედეგებია — სიმძიმის შეგრძნება მუცელში (65%), მუცლის შებერილობა (63%) გულძმარვა (50%) და გულისრევა (41%).

Rezultaty-issledovaniy-4

აღნიშნული კვლევა IDS Borjomi International-ს შემთხვევით არ ჩაუტარებია: თუ ბევრს მუშაობთ და იძულებული ხართ გვიან ივახშმოთ, ან ცდუნებას ვეღარ გაუძელით და რაიმე გემრიელი შემოგეჭამათ მხსნელად სწორედ «ბორჯომი» მოგევლინებათ. ღამით თქვენს გადატვირთულ ორგანიზმს უშველის, დილით კი — ნაბახუსევს.

დაიცავით ზომიერება, როგორც საკვების მიღებისას, ასევე ულუფის განსაზღვრის დროსაც, გონივრულად აირჩიეთ პროდუქტები და კერძები და შეძლებთ სრულად დატკბეთ გემრიელი საკვებით, ღვინით და კარგი კომპანიით!