მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 294კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4 ცალი ქათმის მკერდი (800გრ)
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი (5გრ)
  • 2 ჩ.კ. ქარი (10გრ)
  • 100გრ პომიდორი ჩერი
  • 1 ს.კ. დაჭრილი ქინძი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 25გრ გახეხილი კოჭა
  • 4 ცალი ატამი (700გრ)
  • 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი (20გრ)
  • 1 ჩ.კ. სოიოს საწებელი (5გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ქარი და შევურიოთ ქინძი. ხორციან თასს გადავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ.
  2. ტაფაზე გაცხელებულ მცენარეულ ზეთში მოვბრაწოთ კოჭა 2 წუთით. ტაფაზე გადავიტანოთ ხორცი, შევწვათ და რეგულარულად გადავაბრუნოთ.
  3. ატმები და პომოდორი გავრეცხოთ და გავაშროთ. ატამს ამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ გრძელ ნაჭრებათ, ჩავუმატოთ ქათამს, მოვაყაროთ შაქარი და ვაცადოთ კარამელიზება. ქათმის მკერდი ატმებითურთ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
  4. პომოდორი გავჭრათ ორ ან ოთხ ნაწილად და 3 წუთით შევწვათ ქათმის მორჩენილ ცხიმში. პომიდორი გადმოვიღოთ, შევურიოთ ატმებიან ქათამს და შევაზავოთ სოიოს საწებლით. მოვაყაროთ წიწაკა გემოვნებით.

ekzoticheskiy-uzhin-2-min

ახლადგახეხილი კოჭა კერძს  პიკანტურ არომატს აძლევს, ამიტომ თუ ცხარე კერძები არ გიყვართ, კოჭას ნუ დაამატებთ.