გონივრული და სასიამოვნო ვახშამი და მისი შემადგენელი პროდუქტები

გვიანი ვახშამი ორგანიზმზე გავლენას ვერ მოახდენს თუ მენიუსა და პროდუქტებს სწორად შეარჩევთ. რამდენიმე მარტივი რჩევა სწორად შერჩეული საკვებისა და სასმელის შესახებ დაგეხმარებათ ვახშმისაგან მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ.

სტანდარტული სამუშაო დღე გაქვთ და როგორც წესი 6 საათის შემდეგ ვახშმობთ? ჯანმრთელობა, განწყობა და ფიგურა დამოკიდებულია არა იმდენად ჭამის დროზე, რამდენადაც შერჩეულ საკვებზე. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დღის რეჟიმი შეიცვალოთ და ოჯახის წევრებს თქვენი ახლადშეძენილი ჩვევები თავს მოახვიოთ, უბრალოდ სულ ოდნავ შეცვალეთ თქვენი გვიანი ვახშამის მენიუ და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

produkty-dlya-pozdnego-uzhyna-2

როგორც IDS Borjomi International-ის კვლევებმა აჩვენა, გვიან ჭამის მოყვარულები კუჭში სიმძიმესა და უსიამოვნო შეგრძნებას უჩივიან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს გულძმარვა და გულისრევა აწუხებს. ესტონელების 93% გვიანი ვახშმის შემდეგ თავს მძიმედ გრძნობს. ყველაზე კარგად  გვიან ვახშამს ქართველები და ბელორუსები იტანენ — მათგან სიმძიმის შეგრძნებაზე მხოლოდ 32%-39 % ჩივის.

გამოკვლევების შედეგების და მენიუების შედარებით მარტივად მივხვდებით გამოკითხვის ასეთი შედეგების მიზეზებს. პირველი ადგილი მენიუში  ძირითად კერძებს უჭირავს — ყველაზე ხშირად ასე უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში ვახშმობენ.

მთავარ კერძებს პოპულარობით ცხელი სასმელები მოსდევს. ასეთი ვახშამი განსაკუთრებით  საქართველოსა და უკრაინაში უყვართ. მესამე ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის განმსაზღვრელმა — სალათებმა დაიკავა. ყველაზე მეტად სალათებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეტანებიან. მეოთხე ადგილზე სენდვიჩებია და როგორც ჩანს ასეთი ტრაპეზის მოყვარულმა ხალხმა ესტონეთში მოიყარა თავი. საღამოს კვებაში მეხუთე ადგილზეა სასმელი და მინერალური წყალი და აქ უკრაინა და ლიტვა ლიდერობს. კვლევის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ უკრაინაში ვახშამზე ძალიან ბევრს სვამენ და ალკოჰოლის მოხმარების მხრივაც გამოკითხვის მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი უჭირავს.

რას გვაძლევს ეს კვლევა? თუ ვახშმობას მაინც გვიან ღამით გადაწყვეტთ, ჩვენი რამდენიმე მარტივი რჩევა გაითვალისწინეთ:

  • ღამით ისეთი კერძი მიირთვით რომლის ათვისებას ორგანიზმი დაძინებამდე 2-3 საათში მოასწრებს, ამიტომ მოერიდეთ მაგალითად, ხორცისა და ცომეულის კომბინაციას;
  • შეეცადეთ უარი თქვათ ნახშირწყლებსა და შემწვარ საკვებზე და უპირატესობა ცილებსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ;
  • მიირთვით ბოსტნეული და მსუბუქი ცილები — კვერცხი, ზღვის პროდუქტები, ხაჭო, თევზი, ფრინველი, კურდღლისა და ხბოს ხორცი.

produkty-dlya-pozdnego-uzhyna-3

ვახშმისთვის საუკეთესო კერძებია მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ქათმის მკერდი ან სხვა უცხიმო თეთრი ხორცი, მოხარშული თევზი, 1 თეფში მსუბუქი წვნიანი, ბოსტნეულის რაგუ. ბოსტნეულიდან კარგი არჩევანია უმი, მოხარშული ან მოშუშული კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, მწვანე სალათი, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, ნიახური, ავოკადო და ბროკოლი.

ასეთი საკვები კარაქიან პურსა და ლორზე ან ცვრიან ბურგერზე სასარგებლოა. აი, ესტონელების დისკომფორტის მიზეზიც ვიპოვეთ — ესტონელების საყვარელი სენდვიჩი ნახშირწყლების ნამდვილი საბადოა: პურს ან ფუნთუშას დამატებული ხორცი, მითუმეტეს ღორის და თანაც შემწვარი. რა გასაკვირია, რომ მათი 93% ჭამის შემდეგ სიმძიმეს განიცდის, რადგან კუჭი ასეთი საკვების გადამუშავებას ვერ ასწრებს.

მიიჩნევა, რომ სალათა დიეტურია, მაგრამ სალათასაც გააჩნია. თუ ღამით მაიონეზით უხვად შეზავებულ ერთ მოზრდილ ულუფა «ოლივიეს» ან თევზის სალათა «მიმოზას» მიირთმევთ — ეს სასარგებლო ვახშამი არ გამოგივათ. სავახშმო სალათა ნოყიერი უნდა იყოს, რომ შიმშილი დააცხროს, მაგრამ ამავე დროს — მსუბუქი და სასარგებლო. ამიტომ აარჩიეთ შესაბამისი პროდუქტები: ყველი, პომიდორი, კიტრი, ნებისმიერი ახალი ბოსტნეული, მწვანილი, კვერცხი. სალათა უნდა შეაზავოთ მცენარეული — მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით — ან ლიმონის წვენით. გემოს მრავალფეროვნებისთვის მოასხით პოპულარული სოიოს სოუსის, ბალზამიკოს, თაფლის, მდოგვის და ა.შ. კომბინაცია.produkty-dlya-pozdnego-uzhyna-4

უვნებელი ვახშმის მორიგი სტერეოტიპი — ხილია. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ხილი ნახშირწყლებს შეიცავს. ღამით ნაკლები ხილი მიირთვით, ხოლო, ბანანი, მანგო და ყურძენი საერთოდ გამორიცხეთ.

გვიანი ვახშმის ყველა შესაძლო უსიამოვნო შედეგისგან ტუტე მინერალური წყალი «ბორჯომი» გიხსნით. მის შემადგენლობაში შემავალი 60 ვულკანური მინერალის წყალობით «ბორჯომი» სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ გასუფთავებას. თუ გვიანი ვახშმისას ცდუნებას ვერ გაუძელით და სიმძიმის შეგრძნება არ გასვენებთ «ბორჯომი» თქვენს ორგანიზმს ნამდვილ მხსნელად მოევლინება. ივახშმეთ გონივრულად, სიამოვნებით და სასარგებლოდ!