გვიან ვახშამს, როგორც ტრადიციასა და ჩვევას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად უდგებიან. საინტერესოა ვიცოდეთ  რას, სად და როდის მიირთმევენ ვახშამზე უკრაინაში, ბალტიისპირეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებისა და ხალხების სასარგებლო გამოცდილება გავიზიაროთ.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარტო უკრაინელებს უყვართ გვიან ღამით წახემსება. მაგრამ, აღმოჩნდა რომ უკრაინელები მარტონი არ არიან. გვიანი ვახშამი კი «late dinner» როგორც მას ინგლისურენოვანი მოსახლეობა ეძახის მრავალ ქვეყანაშია პოპულარული. ზოგან ეს ტრადიციებთანაა დაკავშირებული, სხვაგან კი პირიქით — ცხოვრების რითმის ცვლილებასთან.

მაგალითად, საქართველოში მთელი ოჯახის ერთ მაგიდასთან, თუნდაც გვიან ღამით ვახშმობა ოჯახური ტრადიციაა. უკრაინელები, ლიტველები და რუსები კი გვიან  სამსახურის გამო ვახშმობენ. ქართველებისათვის სამუშაო და გამოსასვლელ დღეებში გვიან ტრაპეზობა ბუნებრივია, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ვახშამის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ყაზახებს მთელი დღის მანძილზე უყვართ ჭამა და ვახშამსაც  ყოველდღე მიირთმევენ. აღმოსავლეთ სლავებს — უკრაინელებს, ბელორუსებს და რუსებს -სამუშაო დღეებში წახემსება ურჩევნიათ, ხშირად და ცოტას მიირთმევენ, სრულფასოვან ვახშამს კი გამოსასვლელი დღეებისთვის  — სტუმრებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად იტოვებენ.

ნაციონალურ და ოჯახურ ტრადიციებს და რიტუალებს უკავშირდება სავახშმო ადგილებიც. საქართველოში გამონაკლისების გარდა ყოველთვის სახლში ვახშმობენ. ბალტიისპირა ქვეყნებში ხალხს გვიან საღამოს ბარში ან რესტორანში შევლა ურჩევნია და სამუშაო დღის შემდეგ თავს სამზარეულოში ტრიალით არ იტვირთავენ. უკრაინელები ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ და მეგობრებს სტუმრობენ — ასე შინ მომზადებულ გემრიელ კერძებსაც მიირთმევენ და ახლობლებსაც ნახულობენ.

Uzhyny-v-raznyh-stranah-2

გვიანი ვახშამიც ყველგან სხვადასხვაგვარად ესმით. ამ აღქმის ჩამოყალიბება ცნობილმა «ექვსის მერე არჭამის» აკრძალვამ განაპირობა და ამიტომ, ბევრ ქვეყანაში საღამოს 6-7 საათი უკვე გვიან ითვლება. მაგალითად, ბალტიისპირა ქვეყნებში ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები დაახლოებით 5 საათზე ვახშმობენ, გამოსასვლელ დღეებშიც კი. მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში, განსაკუთრებით ყოფილ ესენგეს სივრცეში, ხალხი გვიან ვახშმობას მიეჩვია: რუსები და ქართველები მაგიდას როგორც წესი 9-დან 11 საათამდე უსხდებიან. უფრო მეტიც, საქართველოში, რუსეთსა და ყაზახეთში 10 საათის შემდეგ ვახშმობასაც არაფრად აგდებენ, როგორც სამუშაო, ისე გამოსასვლელ დღეებში.

არსებობს თუ არა კავშირი გვიან ვახშმობასა და მენიუს შორის? გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველგან გვიანი ვახშმის პროდუქტები და კერძები ჩვეულებრივი ტრაპეზის შემადგენლობისგან არაფრით გამოირჩევა. ერთი ისაა, საქართველოში ულუფის რაოდენობას ამცირებენ და სადილთან შედარებით ცოტას მიირთმევენ. ლიტველები და ესტონელები სამუშაო დღეებში ცდილობენ ვახშამად მსუბუქი საკვები მოამზადონ და მაგიდიდან ადგომისას მსუბუქ შიმშილს გრძნობდნენ. გამოსასვლელ დღეებში კი თავს მოდუნების უფლებას აძლევენ და რამდენსაც მოინდომებენ იმდენს მიირთმევენ, ამასთანავე არც ერთ-ორ ჭიქა ღვინოზე ამბობენ უარს. უკრაინაში ვახშამზე ბევრ ჩაის და ყავას სვამენ. მათი გვიანი ვახშმის კომპანიონი ხშირად ალკოჰოლიც არის — ლუდი, სიდრი, ღვინო, არაყი, კონიაკი, ვისკი და ტეკილა.

როგორ გრძნობენ ადამიანები თავს გვიანი ვახშმის შემდეგ? პროდუქტების დაუდევრად არჩევა, დაუგეგმავი გვიანი ვახშამი და ალკოჰოლის მოხმარება არასასიამოვნო შედეგებს იწვევს. ადამიანების უმრავლესობას კუჭის არეში სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება სტანჯავს. ასევე ხშირია მუცლის შებერილობა, გულძმარვა და ზოგჯერ ღებინებაც. კიდევ უფრო რთულდება საქმე მათთვის ვინც ვახშამი ალკოჰოლის თანხლებით ჩაატარა — თუ ზომაზე მეტი მოგივიდათ, დილით ნაბახუსევს ვერაფრით გაექცევით.

სწორედ ასეთი  შემთხვევები უბიძგებთ დიეტოლოგებს რეკომენდაცია ტუტე მინერალურ წყალს — «ბორჯომს» გაუწიონ, რომლის შემადგენლობაში შემავალი ვულკანური მინერალები Uzhyny-v-raznyh-stranah-3შესანიშნავად ართმევს თავს ვახშმის შემდგომ გართულებებს და ძილის წინ სიმსუბუქის შეგრძნებას მოგანიჭებთ. დილით კი «ბორჯომი» მოგიხსნით ბახუსით გამოწვეულ სიმპტომებს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.

გვიანი ვახშმის მოყვარულთა უმრავლესობა არ უფიქრდება სასარგებლოა თუ საზიანო მათი ეს ჩვევა, უნდა მიირთვან თუ თავი უნდა შეიკავონ. უბრალოდ, ღამით ჭამა სიამოვნებთ და ამაზე უარს არ ამბობენ. ქართველებისა და ყაზახებისათვის გვიანი ვახშამი და მისგან მიღებული სიამოვნება ბუნებრივი მოვლენაა. სხვები — უმეტესად რუსები და ესტონელები — ფიგურას უფრთხილდებიან. ლიტველები კი ჯანმრთელობაზე ღელავენ და კარგადაც გამოსდით გვიანი ვახშმისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შეხამება.

ასე რომ, თუ გვიან ჭამას ვერ ელევით და თან ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადახედეთ საკუთარ ჩვევებს. იკვებეთ მსუბუქად, დალიეთ «ბორჯომი » და დატკბით ცხოვრებით.