ptitsa-2

მომზადების დრო: 40წთ
1 ულუფის კალორიულობა: 325კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4 ნაჭერი ქათმის მკერდი (800გრ)
  • ბეკონის (ან ლორის) 4 თხელი ნაჭერი (150გრ)
  • 500გრ გაყინული ისპანახი
  • 1 თავი ხახვი (100გრ)
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 40გრ კედრის კაკალი
  • 60გრ გახეხილი ყველი
  • 100მლ ქათმის ბულიონი
  • 50მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 1-2 ღერო ბეგქონდარა (10გრ)
  • 1-2 ღერო ოხრახუში (10გრ)
  • 10 კაკალი წიწაკის ნაირსახეობა (10გრ)
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ისპანახი გავალღოთ და დავჭრათ. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და შევბრაწოთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში. დავამატოთ ისპანახი და 10 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევურიოთ კაკალი და ყველი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  2. ქათმის ყველა მკერდი გავსეროთ ერთ სისქეზე, ისე რომ ბოლომდე არ გავჭრათ, გადმოვაბრუნოთ და დავბეგვოთ. გამზადებულ მკერდებს მოვაყაროთ მარილი, თითოეულზე მოვათავსოთ გულსართი, შევუკეცოთ გვერდები, ისე როგორც პოპიეტი ანუ მკვრივი პარკი. თითოეული პოპიეტი შევახვიოთ ბეკონში და დავაფიქსიროთ კულინარული ძაფით ან ხის ჩხირით.
  3. პოპიეტები შევწვათ ტაფაზე 1 ს.კ. ზეთში და გადავიტანოთ ღრმა ტაფაზე. ჩავუმატოთ ბულიონი და ღვინო, ასევე ოხრახუში, ბეგქონდარა და პილპილის კაკლები, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე 25 წუთის განმავლობაში.
  4. გავახუროთ ღუმელი 185 გრადუსზე. კერძს მოვასხათ დარჩენილი ზეთი, მოვხადოთ სახურავი და ტაფა შევდგათ ღუმელში 15 წუთით.

იცოდეთ, ამ კერძით მოხიბლული სტუმრები არაერთხელ მოგთხოვენ პოპიეტების მომზადებას.