მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 308კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 500 გრ წითელი თევზის ფილე
- 1 ცალი მომჟავო-მოტკბო ვაშლი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
- 2 ს.კ. გახეხილი პირშუშხა
- 1 ცალი ავოკადო
- 1 კონა კამა
- 1 ლიმონი მოსართავად
- მარილი
- პილპილი
მომზადება:
- ვაშლი გავრეცხოთ, გავთალოთ, მსხვილად გავხეხოთ და გული ამოვაცალოთ.
- კამა გავრეცხოთ, გავარჩიოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ.
- ავოკადო გავრეცხოთ, გავთალოთ, კურკა გამოვაცალოთ, დავჭრათ ნაჭრებად და მოვამზადოთ პიურე.
- მზა პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს ღრმა თასში. დავუმატოთ გახეხილი პირშუშხა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- თევზი გავრეცხოთ და გავაშროთ. დავჭრათ თხელ, 5მმ სისქის ზოლებად და მოვასხათ ლიმონის წვენი. თევზის ზოლებზე მოვათავსოთ ხილ-ბოსტნეულისა და პირშუშხას ნაზავი და გადავახვიოთ რულეტებად. დავამაგროთ რულეტები ხის ჩხირებით და სათითაოდ შევახვიოთ ფოლგაში.
- გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფოლგაში გახვეული რულეტები დავალაგოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.
- გამომცხვარი თევზის რულეტები გადავიტანოთ ლანგარზე. სუფრასთან მივიტანოთ ლიმონის ნაჭრებთან და მწვანილთან ერთად.